ტაძრის გარეშე დარჩენილმა თემმა ვოლინში აღნიშნა საეკლესიო დღესასწაული
უმე-ს დევნილი თემის საეკლესიო დღესასწაული სოფელ დოროსინში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua
2021 წლის 31 ოქტომბერს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის ლუკას ხსენების დღეს, ვოლინის ოლქის სოფელ დოროსინის უმე-ს დევნილმა თემმა აღნიშნა საეკლესიო დღესასწაული, იუწყება ვოლინის ეპარქიის პრეს-სამსახური.
ვოლინისა და ლუცკის არქიეპისკოპოს ნათანაილის ლოცვა-კურთხევით უმე-ს თემის „საეკლესიო სახლში“ ჩაატარეს ღვთისმსახურება.
ღვთისმსახურებაზე აღავლინეს გაძლიერებული ლოცვა უკრაინაში მშვიდობისა და მსოფლიო მართლმადიდებლობაში ერთიანობისთვის. ასევე ილოცეს კორონავირუსის ინფექციის სწრაფი დამარცხებისა და სამედიცინო მუშაკების ჯანმრთელობისთვის.
წირვის შემდგომ მღვდელმსახურებმა და მორწმუნეებმა გამართეს ტრადიციული მსვლელობა ჯვრით, რომლის შემდეგ ყველას ასხურეს ნაკურთხი წყალი.
სამრევლოს წინამძღვარმა დეკანოზმა ანატოლი დემიანჩუკმა მადლობა გადაუხადა სასულიერო პირებს, სამრევლოს და დღესასწაულის სტუმრებს.
შეგახსენებთ, წმინდა მოციქულ ლუკას სახელობის ძველებური ტაძარი სოფელ დოროსინში გადავიდა მეუ-ს მომხრეთა ხელში ტერიტორიული თემის კრების შემდეგ, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 17 თებერვალს. უმე-ს სამრევლომ წინამძღვრის მეთაურობით ღვთისმსახურებისთვის მოაწყვეს კერძო სახლი, რომელშიც დღემდე იკრიბებიან სალოცავად.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.