ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური: უმე-ს არანაირი უფლებები არ იზღუდება, გარდა კაპელანებად ყოფნის უფლებისა
კაპელანი. ფოტო: Укринформ
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს არ მიუღიათ კაპელანის არც ერთი ოფიციალური მანდატი. ამის შესახებ პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა ვიაჩესლავ გორშკოვმა, უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის რელიგიათა საქმეების განყოფილების უფროსმა, იუწყება Укринформ.
გორშკოვმა განმარტა, რომ, მოქმედი კანონმდელობის თანახმად, უმე-ს არ აქვს უფლება დანიშნოს თავისი მღვდლები კაპელანებად.
„ჩვენ გვაქვს მოქმედი კანონი, რომელიც არ ზღუდავს მს უმე-ს უფლებებს, გარდა ერთი მომენტისა: ეს ეკლესია ვერ წარადგენს კაპელანებს. ამიტომ ამ ერკლესიის მღვდელმსახურებს არც ერთი მანდატი არ მიუღიათ. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანო, ვალდებულები ვართ არ დავარღვიოთ ეს კანონი“, - განაცხადა მან.
კანონი სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით ითხოვს, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავშირებულები არიან ქვეყანა-აგრესორში განთავსებულ მმართველობის ცენტრებთან, უნდა შეიცვალონ სახელი, ხოლო მათი უფლებები სახელმწიფო წარმომადგენლობით სფეროში შეზღუდულია.
გარდა ამისა, უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მოხელემ განაცხადა ფრონტზე სხვა კონფესიათა კაპელანების დეფიციტის შესახებ.
„ახლა სამხედრო კაპელანების ყველა თანამდებობა შევსებული არ არის, ანუ ჯერ კიდევ იგრძნობა ეს დეფიცირტი. თუ გადავხედავთ კანონს სამხედრო კაპელანთა მსახურების შესახებ, იქ არის კაპელანთა რაოდენობის ქვედა ზღვარი, მაგრამ არ არის ზედა ზღვარი. ეს არ ნიშნავს, რომ კაპელანთა ის რაოდენობა, რომელიც განსაზღვრულია დღევანდელი ვითარებით, საკმარისია და თუ ყველა რელიგიური ორგანიზაცია წარმოადგენს კაპელანთა საკმარის რაოდენობას და ყველა მათგანი დაიკავებს თავის თანამდებობებს, ეს საკმარისი იქნება. შესაძლებელია, სამხედროებმა თქვან, თუ რა ჭირდებათ მათ კიდევ“, - აღნიშნეს სახსამსახურში.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს მღვდელი იოანე პოლიშჩუკი, გაწვეული უსძ-ში როგორც ჯარისკაცი, ყვებოდა იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან მღვდელმსახურები ფრონტზე, განსაკუთრებით უმე-ს მღვდლებისთვის კაპელანობის აკრძალვის პირობებში.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.