ლავრაში ჩატარებული ჩემი კულინარული შოუს ყველა კრიტიკოსი კრემლზე მუშაობს - პროდიუსერი

გალიმოვი კულინარიულ შოუზე ლავრის სატრაპეზო ეკლესიაში. ფოტო: Фейсбук Галимова

ლავრის სატრაპეზო ტაძარში გამართული სკანდალური კულინარული ტელეშოუს პროდიუსერმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც მისი გაკრიტიკება გაბედა, ორგანიზებული დაჯგუფებაა, რომელიც მოსკოვზე მუშაობს. ამის შესახებ აკიმ გალიმოვმა თავის Facebook-ზე დაწერა.

გალიმოვის სიტყვებით, მისი შოუს კრიტიკა კრემლის სპეცოპერაციაა მეუ-ს ტომოსის 6 წლის თარიღის აღნიშვნის ჩასაშლელად. ის ზედმიწევნით იყო დადგმული და მომზადებული.

 „მეგობრებო, ეს ყველაფერი -  უკრაინის წინააღმდეგ მიმართული მორიგი მაშტაბური იერიშია“, - ირწმუნებოდა გალიმოვი.

მან მიმართა კულტურის მინისტრ ტოჩიცკის და განაცხადა, რომ „მოსკოვის საპატრიარქო აქამდე იყენებს ასობით ჩვენს ძეგლს, სადაც შეიძლება ნებისმიერი რამ გაკეთდეს, უკრაინის შესახებ ნარატივთა მიწოდებისთვის“.

„და ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა - ჩვენი ქვეყნიდან მისი გაძევება“, - განაცხადა პროდიუსერმა. მან აღნიშნა, რომ უმე ატარებს მთელ რიგ ღვთისმსახურებებს ისტორიულ ტაძრებში და „ისინი ყველგან არიან  და ისინი ახლა გრძნობენ ძალთა მოზღვავებას“.

„რა ვქნათ? მტკიცედ ვიდგეთ ჩვენს მიწაზე და ვაკეთოთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა - დავგმოთ ეს სიბინძურე ყველა საშუალებით. სწორედ ასე ვმოქმედებთ!“, - დაასრულა გალიმოვმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ტაძარში კულინარული შოუ გამართეს.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.