პარიზში ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ ნოტრ-დამ-დე-პარი გაიხსნა

ნოტრ-დამი. ფოტო: DW

2024 წლის 7 დეკემბერს ხუთწლიანი მაშტაბური რესტავრაციის შემდეგ პარიზში გაიხსნა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ნოტრ-დამი), რომელსაც 2019 წლის აპრილში დამანგრეველი ხანძარი გაუჩნდა, იუწყება Francetvinfo.

საზეიმო გახსნას დაესწრო 40-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის ხელმძღვანელები, რომელთა შორის იყვნენ: აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი თანამებრძოლი ილონ მასკი, პრინცი უილიამი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და სხვები. მოწვეულები იყვნენ აგრეთვე მსხვილი მეცენატები, რომლებმაც მნიშვნელოვანი თანხები გაიღეს ტაძრის აღსადგენად, რელიგიური მოღვაწეები, მსახიობები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვები.

გახსნის ცერემონია გააშუქებული იყო მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ტელეარხების მიერ, ხანძრის შემდგომი პერიოდის მოვლენების ამსახველი ფილმის ჩვენების, ლუი არაგონის ლექსების კითხვის  და ძმები კაპიუსონების მუსიკალური გამოსვლების ჩათვლით. უამინდობის გამო პროგრამის ნაწილი ტაძრის შიგნით იყო გადატანილი. 

პარიზის არქიეპისკოპოსმა  ლორან იულრიშმა სიმბოლურად დააკაკუნა თავისი კვერთხით ნოტრ-დამის კარზე, სანამ ის მორწმუნეთათვის გაიხსნებოდა. მაშველებს და მშენებლებს, რომლებიც ცეცხლთან ბრძოლაში და ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდნენ, ფეხზემდგომი ხალხი ოვაციებით შეხვდა.

მანამდე მჟკ წერდა, თუ რატომ დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.