უზენაესმა სასამართლომ უმე-ს ჩერნიგოვის საკათედრო ტაძრის გამოყენების უფლება ჩამოართვა

ჩერნიგოვის უმე-ის ფერისცვალების ტაძარი. ფოტო: suspilne

26 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ, ეკონომიკური საკასაციო სასამართლოს შემადგენლობაში, უარი თქვა უმე-ის ჩერნიგოვის ეპარქიის ადმინისტრაციის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ფერისცვალების საკათედრო ტაძრის გამოყენების უფლების შესახებ. იუწყება Suspilne.media.

გამოცემის კომენტარში, ,,ჩერნიგოვის სტაროდავნის’’ ნაკრძალის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია რებროვამ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მისმა დეპარტამენტმა გაიარა ყველა სასამართლო სხდომა, ”დღეს წერტილი დაესვა ყველაფერს”.

"რასაც ყველას ვულოცავთ", - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც მჟკ წერდა, 2023 წლის თებერვალში, ნაკრძალმა გამოაცხადა არქიტექტურული ძეგლების გამოყენების ხელშეკრულებების ვადის ამოწურვა  - სამების მონასტრის უმე-ის საკათედრო ტაძართან, ელეცკის მონასტერთან, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მიძინებისა და ფერისცვალების ტაძარი. ნაკრძალის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ უმე-ის ჩერნიგოვის ეპარქიას დაეტოვებინა სალოცავები. ეპარქიამ „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ კანონის მოტივით მიმართა სასამართლოს ხელშეკრულებების ძალაში ცნობის მოთხოვნით. 23 იანვარს ჩერნიგოვის რეგიონის ეკონომიკურმა სასამართლომ უარყო უმე-ის ეპარქიის სარჩელი. ჩერნიგოვის ეპარქიამ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი და ასევე უარი მიიღო 23 ივლისს.

ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში, სასამართლო გადაწყვეტილებების მოლოდინის გარეშე, „რესტავრაციის“ საბაბით, კულტურის სამინისტრომ ჩერნიგოვის სამი ტაძარი წაართვა უმე-ს, მათ შორის ფერისცვალების ტაძარი.

დღეს მეუ აცხადებს პრეტენზიას ფერისცვალების ტაძარზე. მანამდე რებროვამ განაცხადა, რომ მეუ „ჩვენი პარტნიორია ამ უნიკალური ათასი წლის ძეგლის სათანადო მდგომარეობაში მოყვანის საქმეში“.

23 მაისს არხზე «Суспільне Чернігів» გავიდა სიუჟეტი, თუ როგორ ასუფთავებენ "რესტავრატორები" კედლებზე ნახატებს კბილის ჯაგრისით და როგორ ცვივა საღებავი.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.