ვაქცინაციაში მთავარი ნებაყოფლობის პრინციპია, - უმე-ს საქმეთა მმართველი
ავიცრათ თუ არა: ყველას აქვს გადაწყვეტილების უფლება. ფოტო: sfedu.ru
ნებაყოფლობის პრინციპის დაცვა უმთავრესი მომენტია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებაში, თქვა РИА Новости-თან ინტერვიუში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.
მისი სიტყვებით, აცრის საკითხი ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. COVID-19-ის წინააღმდეგ აცრაზე უარის მთქმელთა უფლებები არ უნდა შეიზღუდოს. „ამ პროცესში მონაწილეობა თუ უარის თქმა ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს. მთავარი ამ საქმეში ნებაყოფლობითობის პრინციპის და იმათი უფლებების დაცვაა, ვინც ობიექტური მიზეზების გამო უარს ამბობს აცრაზე“, - თქვა უმე-ს იერარქმა.
ის აგრეთვე ყვებოდა იმ შედეგებზე, რაც ეპიდემიამ მორწმუნეებს და ეკლესიას მოუტანა. კერძოდ, სამედიცინო რეკომენდაციების გამო გაჩნდა მრევლის დასწრების პრობლემა ღვთისმსახურებაზე. ამასთან დაკავშირებით, უმე-ში მორწმუნეებს ნება დართეს, თუ ვინმე თავს ოდნავ მაინც შეუძლოდ გრძნობდა, არ მოსულიყო კვირის მსახურებაზე, რათა სხვისი დასნეულების მიზეზი არ გამხდარიყო. ახალი ავადმყოფობის გაჩენა და საზოგადოებრივი შეზღუდვების შემოღება, რომლებმაც უამრავი ოჯახის კეთილდღეობას დარტყმა მიაყენეს, ადამიანთა შორის წუხილი გამოიწვია.
სხვა მხრივ, როგორც მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, ეპიდემიამ დაგვანახა, რომ უნდა დავაფასოთ ღია ტაძრები და ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღების საშუალება. „იმედი მაქვს, რომ ეს ეპიდემია გამოგვაფხიზლებს და საშუალებას მოგვცემს დავაფასოთ ტაძარში გატარებული ყოველი წამი“, - დაასკვნა უმე-ს მღვდელმთავარმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, პრეზიდენტისადმი პეტიციამ იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგ 25 000 ხელმოწერა დააგროვა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.