მედიამ აჩვენა მეუ-ს თავდამსხმელების მიერ უმე-ის ჩერკასის საკათედრო ტაძარში ჩადენილი კიდევ ერთი მკრეხელობა

ჩერკასისა და კანევის გარდაცვლილი მიტროპოლიტი სოფრონის მიტრა. ფოტო: Дозор

მეუ-ს მოიერიშეებმა, რომლებიც შევიდნენ ჩერკასის წმინდა მიქაელის ტაძარში 17 ოქტომბრის ღამეს, შეამტვრიეს საკურთხევლის კარები და შეურაცხყვეს უმე-ის იერარქების, მათ შორის გარდაცვლილი ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი სოფრონის შესამოსელი. ტელეგრამ-არხმა Dozor გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ეპისკოპოსის მიტრიდან ჯვრები იყო ამოგლეჯილი.

ჟურნალისტების თქმით, მეუ-ს აქტივისტებმა ისინი ღირებულად მიიჩნიეს.

"მეუ-ს აქტივისტებმა უმე-ის წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარში ნაპოვნი მიტრებიდან ჯვრები ამოგლიჯეს. უფრო მეტიც, ისინი გათელილი იყო, თითქოს ფეხით გადაუარეს მათ. ასევე დააზიანეს უფლის და ღვთისმშობლის გამოსახულებები“, - ნათქვამია ტელეგრამ-არხზე.

ასევე გამოაქვეყნდა ფოტო, სადაც გარდაცვლილ მიტროპოლიტ სოფრონს აცვია მიტრა, რომელიც აქტივისტებმა დახიეს.

„სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს აქტივისტების კურატორი, რუსლან ბატირი, რომელიც სხვებთან ერთად მკეხელობდა და ფოტოს იღებდა ეპისკოპოსის სამოსელში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ქსელში გაიხსენეს, რომ ჩერკასის მეუ-ს ხელმძღვანელმა, ივან იარემენკომ მოაწყო "სურათების დაკრძალვა გარდაცვლილი მმართველის საფლავზე" და რომ მიტროპოლიტ სოფრონის სახელს "იყენებდა მერი ბონდარენკო, რომელმაც წვლილი შეიტანა სალოცავის მიტაცებაში.”

”თვითონ ჩერკასის მეუ-ს ლიდერები ამ ადამიანებს თავიანთ “მორწმუნეებს” უწოდებენ. ანუ ისინი იღებენ სრულ პასუხისმგებლობას ამ ანტიქრისტიანულ ბარბაროსობაზე“, - ასკვნიან მართლმადიდებელი ჟურნალისტები.

როგორ ც მჟკ წერდა, ჩერკასში სასტიკად ნაცემი უმე-ის ბერი საავადმყოფოდან გაწერეს.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.