ტანზანიაში დევნიან წინამძღვრებს,რომელთაც სურთ მს-ში გადასვლა,-რმე-ს მღვდელი
დეკანოზი ანდრეი ნოვიკოვი: patriarchia.ru
მოსკოვის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრეი ნოვიკოვმა თავის Facebook გვერდზე განაცხადა, რომ ეპისკოპოსი აგაფონიკოსი, რომელიც ადრე ემუქრებოდა მღვდლებს, რომლებმაც არ აღიარეს მეუ და მსურველებს გადასულიყვნენ მს-ში, თემებიდან გააძევა უკვე ექვსი აფრიკელი წინამძღვარი.
„ეპისკოპოსი აგაფონიკოსი „ნახევრადტანზანიელი“ ( აღმოჩნდა, რომ ის ტანზანიის მიტროპოლიის მღვდელმსახური კი არა, ტანზანიაში ახალი ბერძნული ეპარქიის დამოუკიდებელი ეპისკოპოსია) ბოლო დღეების განმავლობაში თემებიდან უკვე გააძევა ექვსი აფრიკელი წინამძღვარი. არის ყველანაირი კანონიერი საფუძველი იმისათვის, რომ ისინი მიღებულ იქნენ რმე-ს ომოფორის ქვეშ: მათ თეოდორე ალექსანდრიელის ხელისუფლების აღიარებისა და ყველა მისი გადაწყვეტილებების მიღების ხელმოწერის ქვეშ თავისი ხელმოწერა მოსთხოვეს, ე.ი. გადაწყვეტილებები „მეუ“-ს აღიარებისა მათ შორის. ეს უკვე განხეთქილების აღიარების პირდაპირი მოთხოვნაა“,-დაწერა დეკანოზმა ანდრეიმ.
რმე-ს სამღვდელო პირმა მოყვა საუბრების აუდიოჩანაწერებზე, რომელიც მის ხელში აღმოჩნდა.ამ ჩანაწერში ეპისკოპოსი აგაფონიკოსი საუბრობს ერთ-ერთ აფრიკელ მღვდელთან,ბერ-მონაზვნებთან, რომლებმაც დაიწყეს მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება და აპელაციისათვის მას მიმართეს.
„ჩანაწერში ხმა აშკარად ეკუთვნის ბერძენ ეპისკოპოსს, რომელიც თავის თავს ტანზანიის მთავარეიპისკოპოსს უწოდებს, მოითხოვს თეოდორესადმი დაქვემდებარებას (ალექსანდრიის ეკლესია,-რედ.), საუბრობს აშკარა ბერძნული აქცენტით, იდენტურია აგაფონიკოსის ხმისა მისი მსახურებებისა და ქადაგებების დროს. ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ჩანაწერში ზოგიერთ ადგილას ძნელია სიტყვების გარჩევა, მაგრამ ის საუბრობს ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა, საშინელი აქცენტით.. აი ასეთი სიცრუის, სიბინძურის, შანტაჟისა და მუქარების დახმარებით მტკიცდება ალექსანდრიის საპატრიარქოს „კანონიკური ტერიტორიისათვის“ ბრძოლის საქმე,რომელიც ჩავარდნილია ერთობაში განხეთქილებისთან.
საინტერესოა,რომ ყოველ მოწვეულ სამღვდელო პირს აგაფონიკოსი სათითაოდ უყვებოდა, რომ სხვებს რუსებმა გადაუხადეს,მხოლოდ შენ ერთს არ გადაგიხადეს. დაბალი დონის, იაფფასიანი და სამარცხვინოა. ფულის შესახებ მთელი ეს საშინელი ცილისწამება მამა გიორგი მაქსიმოვის მიმართაა და ასევე ჩემს მიმართაც. რმე-ს სასულიერო პირებს, რომლებიც ჩავიდნენ ტანზანიაში და ურთიერთობა ჰქონდათ ტანზანიელ მღვდლებთან, არავითარი „ქრთამის“ ფულები არ გააჩნდათ, არავისთვის არაფერი არ გადაუხდიათ და გადახდის იმედი არ მიუციათ“,-დაამატა რმე-ს სასულიერო პირმა.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ალექსანდრიის ეკლესიაში ემუქრებიან მს-ში გადასვლის მსურველებს,-რმე-ს კლირიკი.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.