შევჩუკი: ჩვენ დახმარება უნდა გავუწიოთ მართლმადიდებლობაში კრიზისის დაძლევას

სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: risu.ua

ჩვენ, კათოლიკებმა, ძალა არ უნდა დავიშუროთ მსოფლიო მართლმადიდებლობაში თანამედროვე კრიზისის დასაძლევად. ამის შესახებ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან პიეტრო პაროლინთან საუბარში ევროპის საეპისკოპოსო საბჭოს კონფერენციების პლენარული ასამბლეის ფარგლებში, განაცხადა უბკე-ის პრეს-სამსახურმა.

შევჩუკმა ხაზი გაუსვა, რომ ეკუმენიზმის თემა  უკრაინისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

 „დღეს უკრაინა ორი საპატრიარქოს დაპირისპირების ადგილია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დაპირისპირების ორივე მხარე აღიარებს კათოლიკურ ეკლესიას როგორც მათ მომლაპარაკებელს. ამიტომ ძალა არ უნდა დავიშუროთ მსოფლიო მართლმადიდებლობაში თანამედროვე კრიზისის დასაძლევად“, - განაცხადა უბკე-ის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ  კათოლიკების „შუამავლურ“ როლზე უმე-ს და მეუ-ს „დაახლოვებაში“ აგრეთვე განაცხადა უკრაინაში რკე-ს მეთაურმა მეჩისლავ მოკშიცკიმ, რომელიც დასაშვებად თვლის „გარკვეულ სიმბიოზს მოსკოვის საპატრიარქოსა და უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“.

მჟკ აგრეთვე წერდა, რომ შევჩუკი უბკე-ს თვლის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შვილობილ ეკლესიად.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.