მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

დიმიტრის შაბათი. ფოტო: из открытых источников

დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელი) შაბათი წმ. დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღის უახლესი შაბათია (26 ოქტომბერი/8 ნოემბერი).  წელს 2 ნოემბერია. დადგინდა კულიკოვოს ბრძოლის შემდეგ. თავდაპირველად ხდებოდა ამ ბრძოლაში დაღუპული ყველა მებრძოლის მოხსენიება. თანდათან დიმიტრის შაბათი გახდა ყველა გარდაცვლილი მართლმადიდებელი ქრისტიანის ხსენების დღე.

დაწესების ისტორია

დიმიტრის შაბათი დაწესებულია დიდი თავადის დიმიტრი დონელის მიერ. 1380 წ. შემოდგომაზე კულიკოვოს ველზე კეთილმორწმუნე თავადის დიმიტრი დონელის ჯარები იცავდნენ სამშობლოს და დაამარცხეს მამაის მონღოლ-თათართა ჯარი. ათასობით მებრძოლი დაეცა მაშინ. დიდხანს გრძელდებოდა გმირთა დაკრძალვა, ყველა წესის დაცვით. თავადმა დიმიტრი დონელმა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ მიცვალებულები ღირსებით დაეკრძალათ. მას შემდეგ, 26 ოქტომბრის/8 ნოემბრის წინა შაბათი წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეა (თავად დიმიტრი დონელის ანგელოზის დღე) - რუსეთში ყველგან ტარდებოდა მიცვალებულთა სულთა მოსახსენიებელი ღვთისმსახურებები. შემდგომში ამ დღეს დაიწყეს არა მარტო მებრძოლთა მოხსენიება, რომლებმაც რწმენისთვის და სამშობლოსთვის თავი გაწირეს ბრძოლის ველზე, არამედ ყველა გარდაცვლილი მართლმადიდებელი ქრისტიანისა.

ტრადიციები

ჩვეულებრივ ამ დღეს და წინადღეს მართლმადიდებლები მიდიან ეკლესიაში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მას შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

დიმიტრის შაბათს ტრადიციულად მიდიან გარდაცვლილი ნათესავების საფლავებზე, ეკლესიებში და სასაფლაოებზე იხდიან პანაშვიდებს, აწყობენ სულთა მოსახსენიებელ ტრაპეზებს.

ამ დღეს, როგორც სხვა მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში (ხორციელის და სამების შაბათები, დიდმარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შვიდეულის შაბათები), მართლმადიდებელი ქრისტიანები  გარდაცვლილ ქრისტიანთა სულებისთვის ლოცულობენ, ძირითადად მშობლების. მაგრამ დიმიტრის შაბათს კიდევ განსაკუთრებული აზრი გააჩნია: კულიკოვოს ბრძოლის მერე დადგენილი, ის გვახსენებს ყველას, ვინც დაიღუპა, ივნო მართლმადიდებელი სარწმუნოების გამო.

როგორც მჟკ წერდა, მიცვალებულთა მოსახსენიებელი შაბათი მოწმობს მათ, ვინც  მარადისობის ზღურბლს გადააბიჯა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.