რმე-ს სინოდმა დაგმო ფანარიონის მეთაურის კიევში ვიზიტი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი. ფოტო: patriarchia.ru
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დაგმო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი უკრაინაში და უწოდა მას კანონების უხეში დარღვევა. ამის შესახებ ლაპარაკია სინოდის გადაწყვეტილებაში (ჟურნალი № 60), რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე «Патриархия.ru».
სინოდმა დაადგინა, რომ ფანარიონის მეთაურისა და მისი თანმხლები პირების კიევში ვიზიტი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მოწვევის გარეშე კანონების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, კერძოდ, სარდიკიის კრების მე-3 კანონისა და ანტიოქიის კრების მე-13 კანონის.
რმე-ს სინოდმა აგრეთვე დაგმო „კონსტანტინოპოლის პატრიარქის ანტიკანონიკური ქმედებები, რომლებიც ახლაც გრძელდება და მართლმადიდებლობის ერთობის ნგრევაზეა მიმართული“ და აღნიშნა „პატრიარქ ბართლომეს შემდგარი ვიზიტის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ხასიათი და დამოკიდებულება ეკლესიის გარე ძალებზე“.
შეგახსენებთ, რომ რმე-ს წმინდა სინოდი ჩატარდა მოსკოვში 2021 წლის 23-24 სექტემბერს.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.