ვატიკანი შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული დარტყმის საფრთხის გამო
ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეში. ფოტო: Vatican news
ვატიკანმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ბირთვული კატასტროფის რისკის გამო უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, იუწყება Vatican News.
ვატიკანის მუდმივმა დამკვირვებელმა, არქიეპისკოპოსმა გაბრიელ კაჩიამ ისაუბრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელმაც გააფრთხილა მსოფლიო საზოგადოება მაიონებელი გამოსხივების შესაძლო უკონტროლო გათავისუფლების შესახებ, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს და კურსკის ატომური ელექტროსადგურების გარშემო.
მეუფემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. მან მოუწოდა სასწრაფო ზომების მიღებისკენ კონფლიქტის ზონაში მდებარე ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. მისი თქმით, პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
როგორც მჟკ იტყობინება, ადრე პონტიფიკოსმა მოუწოდა შეწყვიტონ საჰაერო თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.