მოსკოვში დაიწყო მუშაობა კონფერენციამ ეკლესიაში პირველობისა და კრებითობაზე

მაცხოვრის ტაძარი მოსკოვში, სადაც ტარდება კონფერენცია. ფოტო: guruturizma.ru

2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში დაიწყო მუშაობა კონფერენციამ - „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“, იუწყება «Патриархия.ru».

ღონისძიება ტარდება ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სერგის დარბაზში.

კონფერენციის მუშაობა გახსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

 „თემა, რომლის განხილვასაც ჩვენ დღეს ვიწყებთ, თავისი მნიშვნელობისა და აქტუალობის მხრივ  ეჭვს არ იწვევს.  ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში შექმნილი ვითარება დიდ შეშფოთებას იწვევს. სიტუაცია, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში შეიქმნა, შეიძლება შეფასდეს როგორც კრიზისული. კრიზისზე მეტყველებენ მართლმადიდებლებს შორის სერიუზული უთანხმოებები იმის გამო, როგორ უნდა გვესმოდეს მსოფლიო მართლმადიდებლობის მოწყობა, რას ვგულისხმობთ პირველობასა და კრებითობაში, როგორ ვუთანხმებთ  ეკლესიის კანონიკურ წყობას  ეკლესიური მმართველობის სფეროში მოღვაწეობას“, - მიმართა პატრიარქმა კირილემ დამსწრეებს.

მჟკ წერდა, რომ კონფერენცია ჩატარდება 16 და 17 სექტემბერს რმე-ს, უმე-ს წარმომადგენლებისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან სტუმრების მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია შექმნას სადისკუსიო მოედანი ეკლესიის ისეთი საკითხების საღვთისმეტყველო განხილვისთვის, რომლებსაც კავშირი აქვთ ეკლესიის ბუნებასა და მოწყობასთან: პირველობა, კრებითობა, ავტოკეფალიის მინიჭების წესი.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.