რმე-ში ჩაატარებენ კონფერენციას ეკლესიის ერთობისა და პირველობის საკითხში
მაცხოვრის საკატედრო ტაძარი მოსკოვში, სადაც ჩატარდება კონფერენცია. ფოტო: planetofhotels.com
16 სექტემბერს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სერგიევის დარბაზში ჩატარდება კონფერენცია "მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე", იუწყებიან რმე-ს ოფიციალურ საიტზე.
ფორუმის ორგანიზატორებად და პარტნიორებად გამოვიდნენ სინოდის საღვთისმეტყველო სწავლების კომისია, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილება,წმინდა კირილისა და მეფოდის სახელობის საერთო საეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა.
ფორუმის ინიციატორები ამბობენ, რომ მისი მიზანია შეიქმნას საღვთისმეტყველო განხილვების სადისკუსიო სივრცე ისეთ საკითხებზე, რომლებსაც შეხება აქვთ ეკლესიის ბუნებასთან და მოწყობასთან: პირველობა, ეკლესიური ერთიანობა, ავტოკეფალიის მინიჭების თანმიმდევრობა. ფორუმის მონაწილეებს შორის არიან არამარტო რმე-ს წარმომადგენლები, არამედ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და კლირიკები, ასევე სტუმრები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.
კონფერენციას გახსნის უწმინდესი პატრიარქი კირილი, ხოლო პლენარული მოხსენებით გამოვა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარე, ვოლოკამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.
წამოჭრილ თემას პლენარულ სხდომებზე განიხილავენ ორი დღე, 16 და 17 სექტემბერს. კონფერენციის ჩატარების შედეგებით იგეგმება მისი მონაწილეების მოხსენებების კრებულის გამოცემა რუსულ ენაზე.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს საქმეთა მმართველმა განმარტა განსხვავება ეკლესიის პირველობის გაგებაში ფანარიონსა და რმე-ს შორის.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.