ვოლინის სსა-მ უმე-ს ტაძარი კრიმნოში საბოლოოდ გადასცა მეუ-ს

ტაძარი კრიმნოში საბოლოოდ გადასცეს მეუ-ს. ფოტო: Волинські новини

2021 წლის 7 სექტემბერს ვოლინის საოლქო სახელმწიფო ადმინისრტაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სერგეი მოვენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას № 540 „საკულტო ნაგებობის გადაცემის შესახებ“, რომელმაც დაასრულა ხელისუფლების მიერ უმე-ს ტაძრის გადაცემის პროცესი მეუ-ს სასარგებლოდ კამენ-კაშირსკის რაიონის სოფელ კრიმნოში (ბრონიცაში). დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო ვოლინის სსა საიტზე.

„გადაეცეს რელიგიური მოთხოვნებისთვის მუდმივ უსასყიდლო მფლობელობაში რელიგიურ ორგანიზაციას „ვოლინის ოლქის კამენ-კაშირსკის რაიონის სოფელ კრიმნოს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა იოანე წინამორბედის შობის რელიგიურ გაერთიანებას“ იოანე წინამორბედის შობის საკულტო ნაგებობა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ვოლინის ოლქის კაშირსკის რაიონის სოფელი კრიმნო“, - ნათქვამია განკარგულებაში.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მართლმადიდებელი მრევლი სოფელ კრიმნოში, რომელიც ეკუთვნის ერთმანეთის მოსაზღვრე  სოფლების კრიმნოსა და ბრონიცის გაერთიანებას, 2019 წელს ერთ-ერთი პირველი იყო გადარეგისტრირებული მეუ-ს სასარგებლოდ. თვითონ ტაძარი მიტაცებული იყო 2019 წელს ახალი საეკლესიო სტრუქტურის მომხრეთა მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით. მღვდელმა უარი თქვა მეუ-ში გადასვლაზე. უმე-ს მრევლი მაინც არ დაეცა, მიუხედავად ტაძრის დაკარგვისა. მოგვიანებით აქ ახალი წინამძღვარი დანიშნეს და მის დროს  მრევლის აღდგენადასრულდა: 7 ივლისს, იოანე წინამორბედის შობის დღეს, ვოლინისა და ლუცკის არქიეპისკოპოსმა ნათანაელმა (კრიკოტა) სოფელ ბრონიცაში შეასრულა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ სახელობის ტაძრის კურთხევა.

ერთი დღის შემდეგ, 2021 წლის 8 სექტემბერს, სერგეი მოვენკომ ხელი მოაწერა კიდევ ერთ „საეკლესიო“ განკარგულებას № 542, სადაც, მეუ-ს ახალი გაერთიანებების რეგისტრაციის გარდა, ლაპარაკია ლუცკის რაიონის (ადრე - როჟიშჩენსკის რაიონი, რომელიც რეფორმის შედეგად იყო ლიკვიდირებული) სოფ. ვიშენკის უმე-ს მრევლის წესდებაში ცვლილებებზე.

„დარეგისტრირდეს ცვლილებები  ლუცკის რაიონის სოფ. ვიშენკის რელიგიური ორგანიზაციის წესდების „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა პეტრე-პავლეს გაერთიანების“ ახალ  რედაქციაში ახალი სახელწოდებით - რელიგიური ორგანიზაცია  „ვოლინის ოლქის ლუცკის რაიონის სოფელ  ვიშენკის უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულ პეტრე და პავლეს რელიგიური გაერთიანება“, - ნათქვამია განკარგულებაში.

როგორც მჟკ კორესპონდენტი იუწყება, ამ დოკუმენტში აგრეთვე ლაპარაკია უმე-ს ერთ-ერთ მრევლზე, რომელიც „გადავიდა“ ახალ საეკლესიო სტრუქტურაში 2019 წლის თებერვალში: ის დარჩა მიტაცებული ტაძრების ერთ-ერთ  იმ მცირერიცხოვან იურიდიულ პირთა შორის, რომელთა გადარეგისტრირება არ ჩატარდა ოფიციალურად.

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს ბრონიცის ტაძარში, რომელიც მიტაცებულის ნაცვლად აშენდა, საკვირაო სკოლა გაიხსნა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.