რატომ დაივიწყა პატრიარქმა ბართლომემ ეკლესიისა და ერესის ისტორია? - ტ.ცარუკი
ტატიანა ცარუკი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький»
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იცის ეკლესიის ისტორია და ერესის ბედი სრულყოფილად - რატომ დაივიწყა მან ყოველივე? ასეთი კითხვა 21 აგვისტოს უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის დროს გააჟღერა მოძრაობა „ერისკაცების“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა როვენის უმე-ს ეპარქიაში, ტატიანა ცარუკმა. გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა „პერში კოზაცკიმ“.
მორწმუნემ განანცხადა, თუ როგორ ესტუმრა ის 2017 წელს უმე-ს მომლოცველთა ჯგუფში თურქეთის სიწმინდეებს და ფანარიონის მეთაურის რეზიდენციას. სასულიერო პირებმა მომლოცველებს გადასცეს პატრიარქის სიტყვები, რომელთა შორისაც მათ ძალიან დაამახსოვრდათ ფრაზა: „უფალი ყოველთვის არის უკრაინის უფლის მიერ დაცულ ხალხთან“.
„ის პატრიარქია, მან ძალიან კარგად იცის სახარება, იცის უფლის მცენებები, იცის ეკლესიის ისტორია, იცის ერესის ისტორია - თუ როგორ ხდებოდა მათი სამყაროში მოსვლა და რა სირცხვილით ქრებოდნენ მიწისაგან პირისა მათი წარმომადგენლები. მან იცის ჩვენი ეკლესიის ისტორია. ის გვიცნობს და გარკვეულ წლამდე პატივს გვცემდა ჩვენ, ჩვენს მიტროპოლიტ ონუფრის. ადამიანებს, რომელთაც მან უწოდა „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, ოდესღაც ის განხეთქილებაში მყოფებად მოიხსენიებდა. მესმის, რომ ის ალბათ არ გადაუხვევს გზას, რომელსაც დაადგა, მაგრამ ვისურვებდი მეკითხა მისთვის: რა აიძულებს მას, იცის რა ყოველივე ეს სრულყოფილად, დაივიწყოს ყველაფერი და იაროს იმ გზით, რომელიც აირჩია?“ - იკითხა ტატიანა ცარუკმა.
მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა სიტყვები, რომელიც პატრიარქმა ბართლომემ უმე-ს მომლოცველებს გადასცა რამოდენიმე წლის წინ და ხაზი გაუსვა, რომ უფალი მართლაც არის უფლის მიერ დაცულ უკრაინელ ხალხთან. მისი სიტყვებით, ყველაზე მთავარია, „რომ ერთმანეთს ვყავართ, რომ გვყავს წინამძღოლი, მღვდელმთავრები, რომლებიც გვასწავლიან არა ვუპასუხოთ ბოროტებას ბოროტებით, არამედ მივიღოთ უფლის სახარება არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც“.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.