სამხედრო მედიკოსებმა უმე-ს მადლობა გადაუხადეს საევაკუაციო ავტომობილის გამო

საევაკუაციო მანქანა უკრაინის შეიარაღებული ძალების 244-ე ბატალიონის 112-ე ბრიგადის სამხედრო ექიმების საჭიროებისთვის გადაეცათ. ფოტო: Скриншот видео Хмельницкой епархии

უკრაინის შეიარაღებული ძალების 112 ბრიგადის 224  ბატალიონის სამხედრო მედიკოსებმა ჩაწერეს ვიდეო, სადაც გამოხატავდნენ მადლიერებას  საევაკუაციო ავტომობილის გამო, რომელიც შეიძინეს ხმელნიცკის ეპარქიის მორწმუნეთა შემოწირულობებით. როგორც ეპარქიის ტელეგრამ-არხი იუწყება, ავტომობილი დონეცკის ოლქში 2024 წლის 23 სექტემბერს ჩამოიყვანეს.

საევაკუაციო ავტომობილი ჩამოიყვანეს საქველმოქმედო ვოლონტიორული ორგანიზაციის „ჩვენთან არს ღმერთი“ ძალისხმევით და გადასცეს უშძ-ის 112 ბრიგადის 244 ბატალიონის სამხედრო მედიკოსებს.

„პირადად მიტროპოლიტ ვიქტორს და ყველა კეთილ ადამიანს მადლობას ვუხდი გადმოცემული ავტომობილის გამო ჩვენი ძმების გადასარჩენად!“ - თქვა სამხედრო მედიკოსმა ვიდეომიმართვაში.

როგორც მჟკ წერდა, საევაკუაციო ავტომობილი, რომელიც შეიძინეს და გადააკეთეს უმე-ს ხმელნიცკის ეპარქიის მორწმუნეთა და კეთილი ნების ადამიანთა სახსრებით, 21 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებათა ზონაში გადაიყვანეს. 

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.