მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხატი. ფოტო: pravmir.ru

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხატი. ფოტო: pravmir.ru

21 სექტემბერს (ძველი სტილით 8 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს თორმეტ დღესასწაულთაგან პირველს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარად ქალწულის შობას.

ღვთისმშობლისა და მისი მშობლების შობა ცნობილია საეკლესიო ტრადიციიდან.

ღვთისმშობელი დაიბადა ნაზარეთში (სხვა ვერსიით, იერუსალიმში). მისი მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე და ანა. იოაკიმე დავით წინასწარმეტყველისა და მეფის შთამომავალი იყო, მისი ცოლი კი მღვდელმთავარი აარონის ოჯახიდან იყო. ცოლ-ქმარი უშვილო იყო და ძალიან განიცდიდა ამას: უშვილობას ებრაელები ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ ცოდვებისთვის და წმიდა წყვილი უსამართლო საყვედურს განიცდიდა. სიბერეშიც კი არ კარგავდნენ ღვთის წყალობის იმედს, იხსენებდნენ, როგორ მისცა უფალმა შვილი აბრაამსა და სარას სიბერეში. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ღვთის ტაძარში მსახურებას მიუძღვნიდნენ შვილს, რომელსაც უფალი გაუგზავნიდა მათ.

ერთ-ერთ დღესასწაულზე იოაკიმემ თავისი მსხვერპლი იერუსალიმის ტაძარში ღმერთს ძღვნად მიართვა, მაგრამ მღვდელმთავარმა არ მიიღო და უხუცესს უღირსი უწოდა. წმინდანი ღრმა მწუხარებით გავიდა უდაბნოში და დარჩა მარხვაში და ლოცვაში. მისმა მეუღლემ, გაიგო რა მოხდა ტაძარში, არ დრტვინა უფალს, არამედ გულმოდგინედ ლოცულობდა და წყალობას სთხოვდა. შემდეგ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა იოაკიმეს და ანას: მათი ლოცვა შეისმინა ღმერთმა და ეყოლებოდათ ქალიშვილი, რომლის მეშვეობითაც ხსნა მიეცემა მთელ მსოფლიოს. ცხრა თვის შემდეგ დაბადებულ გოგონას, მთავარანგელოზის ბრძანებით, მარიამი დაარქვეს.

ადრე მჟკ წერდა, რას ამბობდნენ წინასწარმეტყველები  ღვთისმშობლის შესახებ.

 

ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა

,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.

ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''

სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.

აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.

პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.

მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა

მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.

წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ

წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.