სოცქსელებში ვერ ხვდებიან, საიდან აქვს ფანარის მეთაურს უმე-ს პანაღიები
ფანარიონის მეთაური უმე-ში დამზადებული ჯვრითა და პანაღიებით. ფოტო : pomisna.info
2021 წლის 22 აგვისტოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ეპიფანე დუმენკოსთან ერთობლივი მსახურების დროს კიევის სოფიის ტერიტორიაზე იყენებდა სამღვდელმთავრო შესამოსელის ატრიბუტებს, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო დამზადებული.
ამის შესახებ თავის ფეისბუქ გვერდზე წერდა დეკანოზი გენადი ელინი, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის ზაპოროჟიეს ეპარქიის კანცელარიის უფროსი.
საქმე ეხება ორ პანაღეას (ღვთისმშობლის სამკერდე ხატები) და ჯვარს, რომლებიც 2010 წელს შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა ცხონებული უნეტარესი მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანი) 75 წლისთავის აღსანიშნავად.
იმ ფაქტს, რომ ფანარის მეთაური „არ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ მის სამღვდელმთავრო შესამოსელის ატრიბუტებს იყენებს“, დეკანოზი გენადი ელინი უწოდებს „ბართლომეს ცირკს“.
მღვდელს უკვირს, ვისგან მიიღო ფანარის მეთაურმა სახელობითი კომპლექტი, „თუ იუბილეზე, სადაც უნეტარესი ვლადიმერი გადასცემდა სამახსოვრო საჩუქრებს, ის არ იმყოფებოდა?“
„ეტყობა, რომ ბატონი დრაბინკო აგრძელებს იმის დარიგებას, რაც „სამახსოვროდ წამოიღო“ კიევის მიტროპოლიიდან, როგორც, მაგალითად, პერესოპნიცკის სახარება“, - ვარაუდობდა მღვდელი.
მან აღნიშნა, რომ „ბართლომეს არა მარტო ტაძრების გაქურდვა უყვარს, არამედ ეკლესიის იმ ქონებითაც არ თაკილობს, რომელიც დამზადებულია მის მიერ არაღიარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში“, და „ამ ჟესტით არცხვენს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც 20 წელია წინამძღოლობდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და არასდროს არსად საჯაროდ არ უხსენებია ავტოკეფალია, პირიქით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლანდელი სტატუსი მიაჩნდა არა მარტო მისაღებად, არამედ ოპტიმალურადაც“.
თავის მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მიტროპოლიტი ალექსანდრე დრაბინკო თავის ფეისბუქ გვერდზე წერდა, რომ მას „ძალიან ესიამოვნა ღვთისმსახირებაზე უწმინდესი პატრიარქ ბართლომეს მკერდზე საღვთისმსახურო „სამეულის“ ხილვა, რომელიც მიტროპოლიტ ვლადიმერის მიერ სამახსოვროდ იყო ნაჩუქარი“.
საოცარია პატრიარქის გულისხმიერება და დიპლომატიურობა!“, - ხაზი გაუსვა დრაბინკომ.
ზუსტად როდის აჩუქა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ვლადიმერმა პატრიარქ ბართლომეს, რომელიც უკრაინაში 2008 წელს იმყოფებოდა, ორი წლის მერე დამზადებული „სამეული“, დრაბინკოს არ დაუზუსტებია.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზაპოროჟიეში ჩაატარა პერესოპნიცკის სახარების პრეზენტაცია, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გაიტაცეს.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.