მართლმადიდებელი სამყარო ხედავს, რომ შეიცვალა არა უმე, არამედ ფანარიონი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: golos.ua
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ შეცვლილა- შეიცვალა კონსტანტინოპოლი. ამაზე საერთაშორისო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, უმე-ს სპიკერმა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა დაწერა თავის ტელეგრამ არხზე ორშაბათს, 23 აგვისტოს.
"მთელ ამ ისტორიაში ტომოსთან დაკავშირებით და ამაში კონსტანტინოპოლის როლზე (რაც უფრო აქტუალური გახდა პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით), მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი უბრალო რამ: მთელი ამ ხნის განმავლობაში უმე არ შეცვლილა და არ შეუცვლია თავისი პოზიცია. უმე არ გამქრალა, რომ გამოაცხადონ ის "არარსებულად", არ ჩავარდნილა ერესში ან სქიზმაში, რომ არ ჩათვალონ ის ეკლესიად ან გამოაცხადონ როგორც კანონიკურად არარსებული",-აღნიშნა ღვთისმსახურმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უმე კვლავაც მიყვება მართლმადიდებელი ეკლეზიოლოგიის პრინციპებს.
ხოლო ვინ შეიცვალა, ხელყო კანონები და მართლმადიდებლური ეკლეზიოლოგია- ეს კონსტანტინოპოლია, რომელიც თავიდან აღიარებდა კანონიკურ ეკლესიას უკრაინაში, ხოლო შემდგომ აღიარა სქიზმატიკოსები და შექმნა პარალელური ეკლესიური სტრუქტურა.
"პატრიარქი ბართლომე- აი ვინ შეიცვალა და შეცვალა თავისი პოზიცია, გადააბრუნა ეკლესიაში ყველაფერი თავიდან ფეხებამდე, დაარქვა რა შავს თეთრი და პირიქით. და ახლა ცდილობს დაუმტკიცოს ყველას, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა. თუმცა ეს ყველაფერი ასე არ არის და მთელი მართლმადიდებელი სამყარო ხედავს და უყურებს ამას დამწუხრებით", - დაასკვნა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა კომენტარი გაუკეთა ფანარიონის მეთაურის სიტყვებს იმაზე, რომ უმე-ში ზრუნავენ უცხოურ ინტერესებზე და არა ეკლესიურ კრიტერიუმებზე.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.