უკრაინელი ბავშვები მტრის ზიზღით უნდა იზრდებოდნენ, - კორჩინსკი
დიმიტრი კორჩინსკი. ფოტო: скриншот видео Youtube.com
უკრაინის ნაციონალური ასამბლეის-უკრაინის ნაციონალური თავდაცვის ექს-ლიდერმა, პარტია «Братство»-ს მეთაურმა, რადიკალმა დიმიტრი კორჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები სირენების ხმაზე და მტრის ზიზღით უნდა იზრდებოდნენ, ის აგრეთვე თვლის, რომ ყველა მოქალაქეს ქვეყნის შიგნით უნდა „აიძულონ უკრაინის სიყვარული“. „ერის გადარჩენის გამო აუცილებელია შეიზღუდოს ქვეყნიდან გამგზავრება არა მარტო სამხედროვალდებული მამაკაცებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი, რომელიც გაემგზავრება, ის უკრაინაში აღარ დაბრუნდება. ისინი უკრაინელებად არ გაიზრდებიან“, - ხაზი გაუსვა მან.
მისი აზრით, თუ რომელიმე მოქალაქე ვერ იაზრებს, რომ აუცილებელია უკრაინის სიყვარული, ის უნდა აიძულონ.
„ჩვენ ვაიძულებთ მათ, რომ დარჩნენ აქ, ვაიძულებთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ფრონტის დაცვასა და მხარდაჭერაში. უკრაინელ ბავშვებს ურთიერთობაში არ უნდა ესმოდეთ პოლონური ან გერმანული ენა. ისინი სამხედრო განგაშის სირენების ხმით უნდა იზრდებოდნენ. ისინი აქ უნდა იზრდებოდნენ, უკრაინაში, მტრის ზიზღით. ისინი ჩვენი გმირებისა და სამოქალაქო მსხვერპლთა დაკრძალვებს უნდა ესწრებოდნენ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ძალიან მალე მათ მხრებზე დააწვება პასუხისმგებლობა უკრაინაზე, როდესაც უფროსი თაობები დაიღუპება“, - განაცხადა კორჩინსკიმ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე კორჩინსკი მოუწოდებდა ავტოკეფალიის მომხრეებს, რომ მათ „მღვდლებს წვერები სიყვარულით დაუწვან“.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.