კიევ-პეჩერის ლავრაში მაზეპას ძეგლს დაუდგამენ

ივან მაზეპას ძეგლი. ფოტო: Обозреватель

კიევ-პეჩერის ლავრაში მალე გეტმან ივანე მაზეპას ძეგლს დაუდგამენ, მოქანდაკეთა ოლესი სიდორუკისა და ბორის კრილოვის პროექტის მიხედვით. ამის შესახებ იუწყება ყოფილი სახალხო დეპუტატი ნიკოლაი ტომენკო, რომელიც ლავრის ნაკრძალის დირექტორთან, მაქსიმ ოსტაპენკოსთან ერთად  ძეგლის დადგმის ინიციატორია.

მონუმენტი შესრულებული იქნება კოლონაზე აღმართული ბიუსტის სახით, რომელიც მორთული იქნება მაზეპას გერბით - თავად კურცევიჩ-გედიმინოვიჩის სიმბოლოთი. ბიუსტი უკვე მზად არის თაბაშირში და უახლოეს მომავალში ჩამოისხმება ბრინჯაოში. ძეგლზე გეტმანი გამოსახულია აბჯრით და ანდრიას ლენტით, რაც შეესაბამება მის ისტორიულ პორტრეტს, რომელიც დნეპრის მუზეუმშია დაცული.

იუწყებიან, რომ ამ პროექტის ინიციატორთა გეგმებში აგრეთვე არის ივანე მაზეპას მუზეუმის გახსნა ონოფრეს (სადარბაზე) კოშკში, რომელიც მდებარეობს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 11 ივნისიდან კიევ-პეჩერის ლავრაში მეუ-ს წარმომადგენლებმა დაიწყეს „პანაშვიდების გადახდა“ გეტმან ივანე მაზეპასთვის.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.