მედიაში გამოქვეყნდა ფანარიონის მეთაურის წერილი ფილარეტის ანათემის მტკიცებით
პატრიარქი ბართლომე. ფოტო: Благовест
1997 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ დაამტკიცა ფილარეტ დენისენკოს ანათემა, რომელიც რმე-ს მიერ იყო დადებული. დოკუმენტი, რომლის ორიგინალიც ინახება მს სსკგ-ში, „პერში ნეზალეჟნის“ ეთერში წარმოადგინა უმე-ს კამენის ეპარქიის კლირიკოსმა, მღვდელმონაზონმა ვიაჩესლავ მაქსიმენკომ.
მღვდელმონაზონმა განმარტა, რომ 1997 წლის 6 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ ფანარიონის მეთაურს აცნობა რმე-ს მღვდელმთავართა კრების გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც შედგა 18-23 თებერვალს.
„ღრმა მწუხარებითა და ტკივილით იყო იძულებული წმინდა სინოდი დაედასტურებინა, რომ საეკლესიო ზღუდის მიღმა დააყენეს თავი სამღვდელოების ყველა ხარისხაყრილმა ყოფილმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა (დენისენკო) და ყოფილმა მღვდელმა გლებ იაკუნინმა, რომლებიც განხეთქილებაში დაფუძნდნენ, არ დაუგდეს ყური ეკლესიის მხრიდან მონანიების მოწოდებას, დაარღვიეს საეკლესიო ერთიანობა, ცილი დასწამეს ეკლესიას და მზაკვრულად აგრძელებენ „მღვდელმსახურების“ განხორციელებას. მათ მიმართ 1994 წლის წინამორბედი მღვდელმთავართა კრების მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, სამოციქულო 28-ე წესისა და ასევე სარდიის კრების მე-14, ანტიოქიის კრების მე-4, წმინდა ბასილი დიდის 88-ე წესებისა და სხვა საეკლესიო კანონების საფუძველზე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კრებამ დაადგინა ბერი ფილარეტის (მიხეილ დენისენკო) და გლებ იაკუნინის ანათემის მეშვეობით საეკლესიო ურთიერთობიდან განკვეთა.
წმინდა კრებამ, გამოიკვლია რა ასევე ადრე მღვდელმსახურებააკრძალული კლირიკოსების, არქიმანდრიტ ვალენტინის (რუსანცოვი), არქიმანდრიტ ადრიანის (სტარინა), იღუმენ იოასაფის (შიბაევი) ანტისაეკლესიო ქმედებები, განსაზღვრა მათთვის მღვდლის ხარისხის ჩამორთმევა ორგზის კრების მე-13 წესის საფუძველზე და მოუწოდა მათ მონანიებისკენ გაფრთხილებით, რომ მოუნანიებლობის შემთხვევაში ისინი ეკლესიისგან განიკვეთებიან. ვაცნობებთ რა ამის შესახებ თქვენს უწმინდესობას, გთხოვთ არ შეხვიდეთ აღნიშნულ განხეთქილებაში მყოფებთან საეკლესიო ურთიერთობაში“, - საუბარია პატრიარქ ალექსის წერილში.
უმე-ს კლირიკოსმა აჩვენა პასუხი ფანარიონიდან, რომელიც იმავე წლის 15 აპრილს შედგა. ის წარმოადგენს დოკუმენტს ბერძნულ ენაზე და ასევე მის ოფიციალურ თარგმანს.
„ჩვენ ჩვენი წმინდა სინოდის სხდომაზე სათანადო ყურადღებით წავიკითხეთ ამა წლის 6 მარტით დათარიღებული, 749 ნომერი, თქვენი უსაყვარლესი და უწმინდესი უნეტარესობის წერილი, რომელიც ჩვენს წმინდა ეკლესიას აუწყებს ჩვენი სინოდის კანონიკურ გადაწყვეტილებას ფილარეტის (მიხეილ დენისენკო) და გლებ იაკუნინის ანათემაზე გადაცემასთან დაკავშირებით.
ფილარეტის (მიეხილ დენისენკო) და გლებ იაკუნინის ანათემაზე გადაცემასთან და ასევე მღვდლის ხარისხიდან ერისკაცობის ხარისხში ვალენტინის (რუსანცოვი), ადრიანი (სტარინა) და იოსების (შიბაევი) ჩამოქვეითებასთან დაკავშირებით. მივიღეთ რა ცნობა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ამის თაობაზე ვაცნობეთ ჩვენი მსოფლიო ტახტის იერარქებს და ვთხოვეთ მას არ ჰქონდეთ არანაირი საეკლესიო ურთიერთობა აღნიშნულ პირებთან“, - ნათქვამია პატრიარქ ბართლომეს პასუხში.
შეგახსენებთ, 2018 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ანათემას გადაცემულ ფილარეტს უწოდა კიევის ყოფილი მიტროპოლიტი.
ასევე მჟკ წერდა, რომ ფილარეტი ისურვებდა ფანარიონის მეთაურთან შეხვედრას, როცა ის უკრაინაში ჩავა, მაგრამ მხოლოდ, როგორც „კიევის პატრიარქი“.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.