რუმინეთის პატრიარქმა დაგმო მეუ-ს მხარდამჭერების მიერ ჩერნოვცში უმე-ის ტაძრის აღების ფაქტი

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი პატრიარქი დანიელი. ფოტო: newsmaker

რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი დანიელი გამოეხმაურა უმე-ს ჩერნივცის რუმინულენოვანი მრევლის ბუკოვინელი მიტროპოლიტების სამი იერარქის ეკლესია-საფლავის გარშემო შექმნილ ვითარებას, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ დალუქა და საკუთრებაში გადასცა მეუ-ს. ამის შესახებ იტყობინება რუმინეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი.

რუმინეთის საპატრიარქომ, სინანულით და მწუხარებით განაცხადა, რომ სამლოცველოში ამიერიდან წირვა-ლოცვა აღარ აღევლინება რუმინულ ენაზე, და სოლიდარობას უცხადებს ჩერნივცის მართლმადიდებელ რუმინელებს. რომლებიც ითხოვენ ამ ისტორიული სამლოცველოს რუმინულ ენაზე მსახურების აღდგენას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქმა დანიელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუმინელი სასულიერო პირები და მორწმუნეები ჩერნივცის რეგიონში არ არიან რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნებიან, „ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა ადმინისტრაციული დასაბუთებით, სიმბოლოს ჩამორთმევის და რუმინული იდენტობის, რუმინელი მართლმადიდებლური ქრისტიანების რელიგიური თავისუფლების დარღვევის მიმართ“.

„შედეგად, ჩვენ რუმინულ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც დაგვიკავშირდნენ, ვითხოვთ მხარდაჭერას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუმინეთის ხელისუფლებისგან, რათა რუმინელებმა თავისუფლად შეძლონ ილოცონ საკუთარ ენაზე და იარონ რუმინულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სურვილის შემთხვევაში“, - დასძინა რუმინეთის პატრიარქმა.

როგორც მჟკ წერდა, უკრაინის რუმინელთა ეროვნულმა საბჭომ უმე-ის რუმინული თემის ეკლესიის მეუ-სთვის გადაცემის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.