მეუ ორგანიზებას უკეთებს „მომლოცველობას“ კიევში ბართლომეს ლიტურგიაზე

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: volyn.com.ua
როვნოში მეუ ორგანიზებას უწევს კიევში უფასო მგზავრობას. ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც სათავეში ჩაუდგება კონსტანტინოპოლის პატრიარი ბართლომე. შესაბამისი განცხადებები გამოჩნდა მეუ-ს ადგილობრივი აღდგომის სახელობის ტაძარში, გვამცნობს მჟკ-ს კორესპონდენტი.
ის, რომ მეუ-ს მომხრეებს უფასოდ წაიყვანენ უკრაინის დედაქალაქში, განცხადებაში არაერთხელ გაუსვეს ხაზი.
„გიწვევთ კიევში უფასო მომლოცველთა ტურში. მომლოცველობის ტური შედგება 2021 წლის 22 აგვისტოს. მომლოცველობის დროს ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საღვთო ლიტურგიაში, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე. აღდგომისა და წმინდა საფარველის ტაძრებიდან სადღესასწაულო მსახურებაზე მოსახვედრად ორგანიზებული იქნება უფასო ავტობუსები“, - გვამცნობს განცხადება.
„მომლოცველობაში“ მონაწილეობისთვის ჩაწერა მეუ-ს ტაძრების სალაროებში მიმდინარეობს.
ადრე, მის-ში განაცხადეს უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის პროგრამის თაობაზე, რომელიც უნდა შედგეს ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში.
წაიკითხეთ ასევე
პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო
გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.
ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.
მიტროპოლიტი გიორგი: „ქრისტიანობა საქართველოში დღესაც არის ცოცხალი ტრადიცია“
ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავი მიულოცა და მართლმადიდებლური სარწმუნოების, საეკლესიო ერთობისა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიტროპოლიტი დამასკინოსი: „ჩვენი ეკლესიები საუკუნები მხარდამხარ მიდიოდნენ წინ“
საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცა და ორი ერის სულიერ კავშირებსა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა.
მიტროპოლიტმა ონოფრემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„ჩვენ სათუთად ვუფრთხილდებით ჩვენს ეკლესიებს შორის არსებულ ძმურ ერთობას“ — უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს ისტორიულ გზაზე ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა
,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.