პოჩაევოს ხატის გადაბრძანებას ათასობით მორწმუნე ესწრებოდა

ჯვაროსნულმა მხვლელობამ პოჩაევოში შეკრიბა ათასობით მომლოცველი. ფოტო: pochaev.org.ua

2  აგვისტოს ათასობით მომლოცველმა იერარქების მეთაურობით პოჩაევოს ლავრის ბერებთან ერთად  გაიარეს ჯვაროსნული მსვლელობით გზაზე, რომელზეც 400 წლის წინ გადაბრძანებულ იქნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, იუწყება მონასტრის საიტი.

ჯვაროსნულ მსვლელობას უხელმძღვანელა პოჩაევოს ლავრის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა და პოჩაევოს სასლიერო სემინარიის რექტორმა, არქიეპისკოპოსმა იობმა. ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათასმა მომლოცველმა.

სასულიერო პირები და  მორწმუნეები ლოცულობდნენ მემორიალურ  ჯვართან, სადაც ადრე  იყო ანა გოისკაიას სამფლობელო. ამ მდიდარ მემამულე ქალთან სასწაულმოქმედი ხატი ინახებოდა პოჩაევოს მონასტერში გადაბრძანებამდე. 1997 წელს ლავრამ აღნიშნა ამ მოვლენის   400-წლისთავი და მას შემდეგ წარმოიშვა ჯვაროსნული მსვლელობის ტრადიცია ურლიას ადგილიდან პოჩაევოში.

მორწმუნეებმა გაიარეს 13 კილომეტრი კანონების, დაუჯდომლების კითხვითა და ღვთისმშობლისა და წმინდანების მიმართ გალობით. პოჩაევოს ლავრაში მოსვლის შემდეგ  ჩაატარდა  ლოცვა უსპენსკის ტაძარში. შემდგომ მომლოცველებს შესაძლებლობა მიეცათ  სასწაულმოქნედი ხატისთვის თაყვანი ეცათ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ტერნოპოლის ეპარქიაში ჩატარდა ჯვაროსნული მსვლელობა ღირსი ამფილოხის მშობლიურ სოფელში.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.