უკრაინის ბ-კე: გადავიდეთ ახალ კალენდარზე მართლმადიდებელ ძმებთან ერთად
უკრაინის ბ-კე-ს ხელმძღვანელი სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: СПЖ
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე გადავა, ამას მართლმადიდებელ ძმებთან ერთად განახორციელებს, იუწყება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის პრეს-სამსახური.
ზარვანიცაში მოლოცვის დროს, ახალგაზრდობის კითხვაზე კალენდრის რეფორმის შესახებ, სვიატოსლავ შევჩუკმა აღნიშნა, რომ ბერძენი კათოლიკები უკრაინაში მართლმადიდებლებთან ერთად აღნიშნავენ შობას და აღდგომას, თუ კალენდარი შეიცვლება, ამას ერთად განახორციელებენ.
შევჩუკი ყვებოდა, რომ როდესაც ის არგენტინაში იყო ეპისკოპოსად, ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის არგენტინის ეპარქიაში არასდროს არ ყოფილა იულიანული კალენდარი და როდესაც უკრაინული მოსახლეობა იქ ჩავიდა, პირდაპირ გრიგორიანულზე გადავიდნენ. იტალიაშიც ასე მოხდა, პორტუგალიაშიც, ესპანეთშიც.
მისი სიტყვებით, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ამ ქვეყნებში უკრაინელი უნიატები რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ, ამიტომ ფეხი უნდა აუწყო იმ საზოგადოებას, სადაც ხალხი ცხოვრობს.
„მაგრამ უკრაინაში სხვა სიტუაციაა. კალენდრის რეფორმის საკითხი ეს ის საკითხია, რომელიც გაერთიანებას კი არა, განხეთქილებას იწვევს. ამას ამბობენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები. ამიტომ ვერ ვხედავ უკრაინაში ახლო პერსპექტივაში მასშტაბული კალენდრის რეფორმის შესაძლებლობას“, - დაამატა მან.
შევჩუკი თვლის, რომ კალენდრის რეფორმა - ყოველთვის სიმტკიცის გამოცდაა.
„იმ მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც კი (ბულგარეთის, საბერძნეთის), რომლებმაც ის შექმნეს, საეკლესიო განხეთქითქილებები გადაიტანეს. ყოველთვის არის დაჯგუფებები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამას. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არაერთი განხეთქილება და გაყოფაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ არ გადავდგათ ხელოვნური ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ხალხში უფრო მეტ გაყოფას გამოიწვევენ“, - აღნიშნა მან.
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა კალენდრის რეფორმა მომლოვცელებს შეადარა, რომლებიც მოსალოცად დადიან. მისი სიტყვებით, ჯგუფში ყოველთვის არის ვინმე, ვინც წინ მიდის, უფრო სწრაფად, არიან ისინიც, ვინც უკანაა, ხოლო მომლოცველთა გამცილებლის ამოცანაა, რომ ყველა ერთად მიდიოდეს.
„ისინი, ვისაც სწრაფი კალენდრის რეფორმა სურს, ამბობენ: დაიცადეთ, რადგან ყველა ვერ გეწევათ. ისინი კი, ვინც ფიქრობს, რომ კალენდარი რწმენის დოგმაა და ხელშეუხებელი, ამბობენ, რომ ეს ასეა. არ ჩამორჩეთ... აი ასე ვლოცულობთ. ერთად დავდივართ. ვფიქრობ, ეკლესია არ დაკარგავს ავტორიტეტს, თუ მხოლოდ რაღაც იდეებს არ გამოეკიდება. ჩვენ ხალხის სიკეთეზე ვიზრუნებთ. პირველებსაც შევისმენთ და ბოლოებსაც“, - დაასკვნა მან.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ზელენსკიმ სახელმწიფო ჯილდო გადასცა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.