უმე-ში უარყვეს ხმები ილია ll-ს უარზე, გამოაგზავნონ დელეგაცია კიევში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ll . ფოტო: orthodoxtimes
საგარეო- საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების (სსუგ) ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა აშკარა ტყუილი უწოდა პროფანარიონის რესურსის პუბლიკაციას იმაზე, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია II თითქოსდა უარი განაცხადა გამოაგზავნოს საქართველოს ეკლესიის ოფიციალური დელეგაცია უმე-ს დღესასწაულზე, რომელიც მიეძღვნა რუსეთის გაქრისტიანების 1033-წლისთავს.
29 ივლისს რესურსი Εκκλησιαστικά Νέα της Γεωργίας -მა გამოაქვეყნა "სასწრაფო ახალი ამბები" სანდო წყაროზე დაყრდნობით: უნეტარესმა ონუფრიმ გაუგზავნა მოწვევა საქართველოს საპატრიარქოს სმე-ის დელეგაციისთვის, ეწვიონ კიევში დღესასწაულს, მაგრამ პატრიარქმა ილიამ უპასუხა უარით. ავტორების მოსაზრებით ეს სიგნალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან მისი პოზიციის ცვლილებისა და მისი მეუ-ს აღიარების.
"მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის წელს არ გაუგზავნია მოწვევა საქართველოს პატრიარქ ილიასათვის თხოვნით გამოეგზავნა დელეგაცია კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1033-წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე,- დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე უმე-ს სსუგ -ს ხელმძღვანელის მოადგილემ. - შესაბამისად უარიც არ ყოფილა . ამიტომ ის, რასაც წერს ეს გამომცემლობა-არის აშკარა სიცრუე".
მამა ნიკოლაიმ აღნიშნა, რომ უმე-ს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები საქართველოს ეკლესიასთან. მან გაიხსენა, რომ 25 ივნისს მას პატრიარქმა ილიამ მოულოცა მისი წმინდანის ხსენების დღე, ხოლო 27-28 ივლისს დღესასწაულზე კიევში ჩამოსული იყო მომლოცველთა ჯგუფი საქართველოდან.
"ვიცი რა საქართველოს ეკლესიის შიდა სიტუაცია, არ ვხედავ ამ ეკლესის მხრიდან განხეთქილების აღიარების წინაპირობას. როგორც ჩანს, "მეუ"-ს აღიარების პოტენციალი უკვე ამოწურულია. ამოწურულია აღიარება ბერძნული სამყაროს ეკლესიების მხრიდან, და ისიც არა ყველა (იერუსალიმი, ალბანეთი, სადაც წინამძღვარი ბერძენია, არ აღიარეს, და კვიპროსის ეპისკოპოსების უმრავლესობამ ასევე არ აღიარა სქიზმატიკოსები)", დაამატა მან.
ადრე მჟკ წერდა, რომ მესმედია ითხოვს დასაჯოს საქართველოს ეკლესია უმე-ს კლრიკების "რუსულად" მსახურების გამო.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.