ხელისუფლება რელიგიურ ორგანიზაციებს 9 თვეს აძლევს რმე-თან კავშირის გასაწყვეტად
უზენაესი რადას სახალხო დეპუტატები. ფოტო: golos.com.ua
რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა 17 აგვისტოს ტელეკომპანია «Мы-Украина» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უმაღლესი რადა განიხილავს N8371 კანონპროექტს უმე-ის ფაქტობრივი აკრძალვის შესახებ და გააზიარა გათვლები, თუ რამდენი ხანი დასჭირდება მის ძალაში შესვლას.
რელიგიურ ორგანიზაციებს ექნებათ გარკვეული პერიოდი, როცა შეეძლებათ განახორციელონ მთელი რიგი მოქმედებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ აღარ აქვთ კუთვნილება ან კავშირი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
„ჩვენ გამოვთვალეთ, რომ კანონის ამოქმედებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, მინისტრთა კაბინეტს მარეგულირებელი ბაზის შემუშავებისთვის 3 თვე დასჭირდება და შემდეგ განხორციელების მთელი სერია. ანუ 9 თვის შემდეგ ორგანიზაციები, რომლებზეც გავრცელდება კანონი, შესაძლოა სასამართლოში იქნან დაბარებული საქმიანობის შესაწყვეტად“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
როგორც მჟკ წერს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ის რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც არსებობენ უკრაინაში და რომლებთან დაკავშირებითაც არის ეჭვი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რაიმე კუთვნილების ან თანამშრომლობის შესახებ, შესაბამის შემოწმებას გაივლიან“.
ადრე, ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინის საბჭომ მხარი დაუჭირა ზელენსკის საკანონმდებლო ინიციატივას უმე-ის წინააღმდეგ.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.