უმე-სთან ბრძოლა უკრაინის სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლაა, -საქმეთა მმართველი
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: скриншот YouTube-канала Анатолия Шария
ძალები, რომლებიც ებრძვიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას, სინამდვილეში უკრაინის სახელმწოფოებრიობას ებრძვიან. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) თქვა ანატოლი შარიას YouTube-არხის კომენტარში.
იერარქმა აღნიშნა, რომ დიდმა ლიტანიობამ, რომელიც გაიმართა კიევში 27 ივლისს რუსეთია გაქრისტიანების 1033 წლისთავთან დაკავშირებით, ასი ათასობით ადამიანი შეკრიბა უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. განსაკუთრებით სასიხარულო ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა იყო.
„სხვადასხვა ტერიტორიების წარმონადგენლები იყვნენ - აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთის. ესე იგი ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინელი ხალხის ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს აერთიანებს. და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარია ის ძალები, რომლებიც ჩვენს ეკლესიას ებრძვიან. იმიტომ რომ სინამდვილეში ისინი, ვინც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვიან, უკრაინის სახელმწიფოებრიობას ებრძვიან“, - თქვა მან.
იერარქის სიტყვებით, ლიტანიობის მთავარი იდეა მართლამადიდებლობისადმი ერთგულების შენარჩუნებაა, ეს კი უკრაინელი ხალხის იდენტობის, უკრაინული ნაციონალობის სინონიმია.
„იმიტომ რომ, თუ ჩვენ გადავხედავთ ისტორიას, მრავალი პერიოდის განმავლობაში, როდესაც უკრაინის ნაწილები სხვადასხვა სახელმწიფო წარმონაქმნებში მიდიოდა, მთავარი ბრძოლა სწორედ მართლმადიდებლობასთან იყო, მისი ასიმილირებისთვის, უნიატებად ან კიდევ სხვა რამეებად გადაქცევისთვის. ხალხი აღშფოთდა, მათ თავიანთი ფესვები გაიხსენეს, თავად ვლადიმერის არჩევანი და თავს იცავდნენ, როგორც ამ არჩევანის წარმომადგენლები და მემკვიდრეები“, - განმარტა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა.
მანამდე მიტროპოლიტმა ანტონმა განმარტა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია ეკლესიაა უკრაინაში, რომელიც წმინდა თავად ვლადიმერის მემკვიდრეა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.