ფრანგი ქვიარ არტისტები ამბობენ, რომ მათ მოახდინეს ,,საიდუმლო სერობის’’ პაროდია

ქვიარ შოუ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. ფოტო: Credo

არტისტებმა, რომლებიც პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ, თავიანთ შოუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს, იუწყება Credo.

მათ დაადასტურეს, რომ ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" პაროდიას ახდენდნენ და არა სხვა ხელოვნების ნიმუშს, მაგრამ განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ ვინმეს დაცინვას.

Drag queen რეპერმა პიშემ, რომელიც Drag Race France-ზე გამოდიოდა, თქვა, რომ მხარდაჭერის მრავალი შეტყობინება მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც გახარებული იყვნენ სპექტაკლით. მას მიაჩნია, რომ შოუმ წარმატებით ჩაიარა.

„ხელოვნება ყოველთვის იყოფა. თუ ის არ შთააგონებს ხალხს, ეს არ არის ჩემთვის ხელოვნება“, - თქვა მან და ამტკიცებს, რომ ,,საიდუმლო სერობის’’ პაროდია „არ არის პროვოკაციული“, რადგან „ეს არის ბიბლიური წარმოდგენა, რომელიც გამოიყენება ათწლეულების განმავლობაში პოპ-კულტურაში და რეალურად ეს  არასოდეს ყოფილა პრობლემა."

„არ ყოფილა არანაირი რეალური პროვოკაცია ან რაიმე მართლაც უხამსი. ჩვენ საერთოდ არ დავცინოდით ნახატს... აჟიოტაჟი მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ ქვიარ ადამიანები და დრაგ ქუინები იყენებდნენ გამოსახულებას“, - დასძინა პიჩემ.

ბარბარა ბუჩი, ლესბოსელი, რომელსაც ეკეთა ვერცხლისფერი გვირგვინი და ღრმა დეკოლტე, ამით ბაძავდა ქრისტეს საიდუმლო სერობას, თქვა, რომ გახსნის ცერემონია ხალხის გაერთიანებას ისახავდა მიზნად.

როგორც მჟკ იტყობინება, პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალმა საერთაშორისო საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია „ტრავესტიული შოუს“ გამო, რომელშიც ლეონარდო და ვინჩის ნახატის „საიდუმლო სერობა“ პაროდია მოხდა.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.