"ტომოსის მამებმა "ილოცეს უნიატებთან ზარვანიცეში

პეტრე პოროშნკო და როსტისლავ პავლენკო (მარჯვნივ ბოლო) უბკე-ს ღონისძიებაზე ზარვანიცეში. ფოტო:  prm.ua

პარტია "ევროპული საზოგადოება"-ს  წარმომადგენლებმა პეტრე პოროშენკომ და როსტისლავ პავლენკომ, მეუ-ს მამებმა და კურატორებმა, ერთად ილოცეს ტერნოპოლის ოლქის ზარვანიცეში.

როგორც იუწყება 5-არხი, ბერძნულ-კათოლიკურ ღონისძიებაზე, რომელიც მიმდინარე წელს  ეძღვნება ბრესტის უნიის 425-წლისთავს, პოროშენკომ განაცხადა, რომ აგვისტოში შეიძლება მოხდეს ისტორიული მოვლენა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე რომის პაპის იოანე პავლე II -ის ვიზიტი უკრაინაში 20 წლის წინ.

"წელს უკრაინაში ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი ბართლომე. ადამიანი, რომელმაც  სიყვარულით უკრაინისადმი  მიიღო მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება- ტომოსის მინიჭება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.მეც ასევე მჯერდა და ღმერთს ვევედრები, რომ ეს იყოს მსოფლიო მართლმადიდებლობის გაერთიანება და ჩვენი ეკლესიის მხარდაჭერა",- თქვა ექს-პრეზიდენტმა.

წირვაში მონაწილეობის შემდეგ, რომელსაც უხელმძღვანელა უბკე-ს მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა, პოროშენკომ "მადლობა გადაუხადა უნეტარეს სვიატოსლავს" უკრაინისათვის ერთობლივი ლოცვისათვის  ზარვანიცაში ტრადიციული მოლოცვის დროს", იუწყება «Прямий».

"ჩვენ მოვილაპარაკეთ მომავალ სულიერ წამოწყებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რელიგიათაშორის დიალოგს და უკრაინული საზოგადოების გაერთიანებას", -რესურსი ციტირებს "ევროპული საზოგადოების" ლიდერის სიტყვებს.

ლოცვაზე უნიატებთან  პოროშენკოსთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეუღლე მარინა და სახალხო დეპუტატი როსტისლავ პავლენკო, რომელსაც ადრე მიჰყავდა ძირითადი მოსალაპარაკებელი სამუშაოები მეუ-ს შექმნის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ უბკე ყოველწლიურად უკეთებს ორგანიზებას სრულიადუკრაინულ «прощу» -ს ზარვანიცაში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოლოცვითი ადგილი უკრაინელი ბერძენ-კათოლიკებისთვის. წინა წელს კორონავისურის გამო «прощу» ონლაინ ჩატარდა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ადრე პეტრე პოროშენკომ მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო ლიტურგიაზე ფანარიონში და შეხვდა პატრიარქ ბართლომეს.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.