ფანარიონი: ყველა რელიგია - უამრავი ბილიკი, ერთი ღმერთისკენ მიმავალი

არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. ფოტო: doxologiainfonews.com

არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. ფოტო: doxologiainfonews.com

2021 წლის 15 ივლისს აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა, ნიუ-იორკში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველა რელიგია - ეს არის უამრავი ბილიკი, რომელსაც მიჰყავს ერთი და იმავე ადგილას".

მოხსენებაში თემაზე "რელიგიური ნაციონალიზმი" და "ნაციონალური რელიგია", არქიეპისკოპოსმა  ელპიდოროფმა აღნიშნა, რომ აშშ-ში  "დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაციები ქარიზმატული ლიდერებით იყენებენ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სფეროს თავისი საკუთარი იდეების  განხორციელებისათვის".

მეორე მხრივ, მან აღნიშნა, რომ ირანში არსებობს აშკარად გამოხატული "რელიგიური ნაციონალიზმი", რომელიც წარმოადგენს " თეოკრატიის მსხვილმასშტაბიან  მცდელობას მოჩვენებითი უმრავლესობის მხრიდან ".

ფანარიონის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ "სახელმწიფოს სულიერი საფუძველის დანახვა - ნიშნავს საზოგადოების რელიგიური ნიშნით დაყოფის შექმნას, სულიერ აპარტეიდს თუ გნებავთ.  შედეგად ვღებულობთ მონოლითურ საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუება მრავალფეროვნებას",- თვლის არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი.

მან აღნიშნა, რომ "როდესაც თქვენ ამაღლებთ ერთ რელიგიას სხვაზე, თქვენ თითქოსდა წყვეტთ, რომ არის მხოლოდ ერთი გზა, რომელსაც მიყავს მთის წვერზე".

"მაგრამ სინამდვილეში თქვენ არ ხედავთ უამრავ ბილიკს, რომელსაც მიყავს ერთი და იგივე ადგილისკენ, იმიტომ  რომ თქვენ გარშემორტყმული ხართ ცრურწმენების ლოდებით, რომლებიც თქვენს მსოფლმხედველობას აფერხებს",- დარწმუნებულია არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი.

ადრე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაურმა სხვა რელიგიებს უწოდა "ღმერთის შვილების სიმდიდრე", ხოლო არქიეპისკოპოს ელპიდოფორის სიტყვებით, "პატრიარქი ბართლომე  აბრაამის რელიგიების საზღვრებს გასცდა".

ჭიათურის საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები შეხვდნენ

სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ადამიანის მისიის, ხედვისა და პერსპექტივის საკითხები განიხილეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას გამოეხმაურა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, „ტვ პირველისა“ და „ფორმულასთვის“ აკრედიტაციის შეზღუდვა საეკლესიო შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევას უკავშირდებოდა და ლიტურგიკული წესრიგის დაცვას ემსახურებოდა.

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კონფერენციის მოხსენებები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხებს, ალავერდელი ეპისკოპოსის ზებედესა და წმინდა ნინოს ჯვრის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით კვლევას შეეხებოდა.

ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა

კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.

პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარეთში ლიტურგიაზე დუმენკო მოიხსენია

ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა პატრიარქ ბართლომეოსის მიერ განხეთქილების მოხსენიებას „ანათემა!“ შეძახილებით უპასუხეს.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ

ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მანანა კიკნაძესა და ლია რამინიშვილს თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.