გაეროს ფორუმზე განაცხადეს უკრაინასა და მაკედონიაში ეკლესიის დისკრიმინაციაზე
გაეროს შტაბი ნიუ-იორკში. ფოტო: pobedarf.ru
გაეროს პოლიტიკურ ფორუნზე, რომელიც ტარდებოდა გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში 2021 წლის 6-15 ივლისს, ორგანიზაციის «Public Advocacy» სამართალდამცავებმა განაცხადეს უკრაინაში და ჩრდილო მაკედონიაში მართლმადიდებელი ეკლესიების დისკრიმინაციის შესახებ, იუწყება დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის «Public Advocacy» პრეს-სამსახური.
დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩატარებული ფორუმი (high-level political forum on sustainable development, HLPF) წარმოადგენს გაეროს ძირითად პლატფორმას შემდგომი საქმიანობისთვის და მყარი განვითარების სფეროში დღის წესრიგის განხილვისთვის (2030 წლამდე პერიოდში).
სამართალდამცავებმა ფორუმის მონაწილეებს წერილობითი განცხადებით მიმართეს უკრაინის, ჩრდილო მაკედონიისა და ჩერნოგორიეს სახელმწიფო ხელისუფლებების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიათა დისკრიმინაციის შესახებ, სადაც მოუწოდეს HLPF, რომ თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნულ ქვეყნებში კონფესიათაშორისი მშვიდობის დამყარების ხელშეწყობაში.
„დაუშვებელია, რომ სახელმწიფოები ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების დონეზე ატარებდნენ უთანასწორობის პოლიტიკას ნაციონალური, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. სამწუხაროდ, დღეს ასეთი პოლიტიკა გამოიყენება უკრაინის, ჩრდილო მაკედონიის რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ, მანამდე კი ჩერნოგორიის. ამ ქვეყნებში სახელმწიფოები ერევიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურ საქმეებში, ქმნიან პირობებს ალტერნატიული რელიგიური სტრუქტურების შექმნისთვის, რაც პირდაპირ წახალისებულია ხელისუფლების მიერ. <...> ვიმეორებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - ეს სხვადასხვა ეროვნების უკრაინელთა გაერთიანებაა, რომლებსაც აერთიანებს მართლმადიდებლობა. მათ თავისი რწმენის აღმსარებლობისა და სხვა კონფესიებთან თანასწორი პირობების უფლება აქვთ. ამ ფორუნზე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინას, რომ უზრუნველყოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დაცვა და უარი თქვას დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე ამ კონფესიის მიმართ“, - კერძოდ, ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების სრული ტექსტი გამოქვეყნებულია გაეროს ფორუმის საიტზე ნომრით 303.
ამ განცხადების კომენტირებისას, დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის «Public Advocacy» ხემძღვანელმა ოლეგ დენისოვმა აღნიშნა, რომ „მიუხედავად გაეროს ინერტულობისა უკრაინაში, ჩრდილო მაკედონიაში და ჩერნოგორიეში მართლმადიდებელი გაერთიანებების უფლებების დაცვის საკითხებში, ჩვენ მაინც ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ საერთაშორისო სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ დაივიწყონ მართლმადიდებელი ეკლესიების პრობლემები“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ გაეროში ყვებოდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებების უფლებების დარღვევაზე სახელის გადარქმევის ანტიეკლესიური კანონის გამო.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.