მეუ-ს "მიტროპოლიტი" პოჩაევის შესახებ: ჩვენ გავასახლებთ უმე-ის ბერებს, აქ იქნება მეუ-ს მონასტერი
პოჩაევის ლავრა და ნესტორ პისიკი. ფოტო: Духовна велич Львова
მეუ-ს ტერნოპოლის ეპარქიის ხელმძღვანელმა ნესტორ პისიკმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს მიერ წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრის ტერიტორიაზე შემოწმების შემდეგ, სახელმწიფო შეწყვეტს საიჯარო ხელშეკრულებებს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და ლავრა გადავა მისი რელიგიური სტრუქტურის იურისდიქციაში, იუწყება ლვოვის გამოცემა ,,Духовна велич Львова’’.
მან გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს კულტურის სამინისტროს კომისია:
„დადუმდნენ, არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება. არსებობს კულტურის სამინისტროს უწყებათაშორისი კომისია და სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალის და კულტურის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიცი, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ როგორც სამხარეო ადმინისტრაცია, ასევე უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. ეს ყველაფერი თანდათან სასამართლოში გადადის. რაც შეეხება ლავრას ხელმძღვანელობის პოზიციას, ამ დრომდე არანაირი რეაქცია ან ცვლილება არ ყოფილა. ისინი იგივე პოზიციას იკავებენ, როგორც ადრე“, - თქვა პისიკმა.
მან ასევე დაამატა, რომ ”თუ ყველაფერი სწორად წავა”, უმე-ის მონაზვნობის ნაწილი შეუერთდება მეუ-ს და ეს ხალხი დარჩება მონასტერში, ხოლო დანარჩენი ძმები, რომლებიც დარჩნენ უმე-ის ერთგული გამოასახლებენ.
„იმედი გვაქვს, რომ იქ იქნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი. სავარაუდოა, რომ იმ ბერების მცირე ნაწილი მაინც დარჩება და განაგრძობს მსახურებას და მონაზვნურ ცხოვრებას. ნელ-ნელა იქ ახალი ახალბედები მოვლენ და ძმებიც იმავე რაოდენობით აღდგება. მაგრამ ხარისხობრივად ეს სულ სხვა იქნება“, - დაასკვნა პისიკმა.
მეუ-ს ტერნოპოლის ეპარქიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სასამართლო პროცესი პოჩაევის ლავრასთან უმე-თან საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში და მისი თქმით ლავრა კვლავ სავსეა უმე-ის მრევლით და არ აკვირდება მონასტრიდან ბერებისა და ახალბედების გადინებას.
როგორც მჟკ იტყობინება, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს კულტურის სამინისტროს შემოწმების შემდეგ დაიწყო უმე-ის გამოსახლება ლავრიდან, რადგან სახელმწიფო ეძებდა მიზეზს კონტრაქტის გასაწყვეტად.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.