მეუ-ს აქტივისტები ისევ ემუქრებიან უმე-ს მღვდელს სადოვოში

დევნილი უმე-ს მღვდელის ოჯახს სადოვოში ტელეფონით ემუქრებიან .ფოტო: pravoslavna.volyn.ua

2021 წლის 8 ივლისს დეკანოზმა ვლადიმირ მელესმა მიიღო მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები. უმე – ს ვოლინის ეპარქიის პრეს-სამსახურის ცნობით, მღვდელმა ჩაწერა საუბრები და პოლიციას მიმართა.

უცნობმა პირმა ჯერ დედა ვერას დაურეკა და ვასილის სახელით წარადგინა თავი. მან თქვა, რომ "ჩვენ კარგი ხალხი ვართ კარგი ადგილებიდან". მან მოითხოვა გადაეცათ ვლადიმირისთვის, რომ იგი "გონივრულად" მოიქცეს და პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (12 ივლისი), "უკანონო დაკავებული სახლი სადოვოში" გაანთავისუფლოს.

 

ის პირადად დაემუქრა დევნილი უმე-ს თემის მღვდელმსახურს, ხაზგასმით თქვა, რომ «დროს გაძლევთ პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, შემდეგ კი ვიმოქმედებთ».

 

ვოლინის ეპარქიაში განაცხადეს, რომ მამა ვლადიმირმა პოლიციაში შეიტანა საჩივარის, მისი ოჯახის მიმართ მუქარის თაობაზე, გახსნილია სისხლის სამართლის საქმე. ასევე ეპარქიაში ითხოვენ, რომ ყველას ვინც ხმის იდენტიფიკაციას შეძლებს დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას ან ეპარქიას.

«ასეთი საქციელით მეუ-ს წარმომადგენლებმა სადოვოში აჩვენეს, რომ სასამართლოსა და იურიდიული მხარის მხარდაჭერის გარეშეც მზად არიან საწადელს მიაღწიონ მუქარის გზით. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ლუცკის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დასაჯოს ის ახალგაზრდა ბოროტმოქმედები, რომლებმაც სასტიკად სცემეს სადოვოში მღვდელის შვილი. გასაკვირია ის ფაქტი, რომ სატელეფონო საუბრისას მეუ-ეკლესიის წარმომადგენელი საუბრობდა აგრესორის ენაზე. შესაძლოა მეტი დამაჯერებლობისათვის, ან სოლიდარობისთვის, ვინ იცის?» – ნათქვამის ეპარქიის პრეს- სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ სადოვოში 2019 წელს მეუ-ს რეიდერებისგან უმე-ს კუთვნილი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მიტაცების შემდეგ მღვდელმსახურის ოჯახი გამუდმებით განიცდის მეუ-ს წევრების მხრიდან შევიწროებას.

აქტივისტები ცდილობენ მღვდელი ვლადიმირის ოჯახი გამოაძევონ სახლიდან, სადაც ის ცხოვრობს და დარეგისტრირებულია მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. სხვადასხვა დროს რეიდერებისგან დაზარალდნენ მისი 16 წლის შვილი და არასრულწლოვანი შვილიშვილი.

ასევე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს აქტივისტების, რომლებიც ცდილობდნენ გაეძევებინათ სახლიდან  ვლადიმერ მელესის ოჯახი, გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაიწყო  პროვოკაციები მისი ადვოკატის მიმართ.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.