მეუ – სულიერებასთან კავშირის არმქონე პოლიტიკური ინსტიტუტია, – დეპუტატი

ვადიმ ნოვინსკი. ფოტო: pravda.com.ua

ეკლესია უკრაინაში ნამდვილად წარმოადგენს პოლიტიკურ იარაღს, და ეს არის – მეუ. ასეთი პასუხი გასცა რადის დეპუტატმა და უმე-ს პროტოდიაკონმა «Украинской правды» -ს ჟურნალისტს კითხვაზე უკრაინისა და რუსეთის ეკლესიების პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

«უკრაინაში ეკლესია წარმოადგენს პოლიტიკურ იარაღს, – უპასუხა სახალხო დეპუტატმა. – ეს არის პოროშენკოსეული ეკლესია, რომელიც უკრაინაში ხელოვნურად შექმნეს. ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სულიერებასთან. ეს არის, როგორ გითხრათ, პოლიტიკური ორგანიზაცია რელიგიური დასახელებით. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია».

ის, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია შედის რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში, – ეს ფაქტია, აღნიშნა ვადიმ ნოვინსკიმ, მაგრამ ის პრაქტიკუილად არის დამოუკიდებელი ეკლესია ფართო ავტონომიითა და უფლებებით.

«ჩვენ გვაქვს სულიერი კავშირი რუსეთის ეკლესიასთან და მისი გაწყვეტა არ შეიძლება. მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, –  მითია. ვიცი რასაც ვამბობ. ეს მითია, რის გავრცელებასაც ძირითადად ჟურნალისტები უწყობენ ხელს, თითქოს ჩვენი ეკლესია პოლიტიზირებულია», – ხაზი გაუსვა მან.

ადრე მჟკ წერდა, რომ, ვადიმ ნოვისნსკის აზრით უკრაინაში არსებული არც ერთი ინსტიტუტი არ ფლობს იმხელა სამშვიდობო პოტენციალს, როგორც უმე.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.