მუსლიმებმა უგანდაში მოკლეს ქრისტიანი მოქადაგე

ქრისტიანი ევანგელისტი რიჩარდ მალინგა მოკლეს აღმოსავლეთ უგანდაში 2024 წლის 17 ივნისს. ფოტო: Morning Star News

აღმოსავლეთ უგანდაში, მუსლიმებმა მოკლეს კიდევ ერთი ქრისტიანი მოქადაგე, რომელმაც განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია რადიკალებში ყველაზე ერთგული მუსლიმების მოქცევაშიც კი. Morning Star News-ის ცნობით, ადგილობრივმა წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მქადაგებელი 17 ივნისს მოკლეს აღმოსავლეთ უგანდაში.

მუსლიმი ექსტრემისტები დიდი ხანია ემუქრებოდნენ მას სიკვდილით, რადგან მან მრავალი ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ყველაზე ერთგული მუსლიმები, გააქრისტიანა. თვითმხილველების თქმით, 36 წლის მოქადაგე რიჩარდ მალინგას დასისხლიანებული ცხედარი საღამოს ბუტებოს რაიონის სოფელ აკისიმთან მდებარე კაიეტის ჭაობში იპოვეს.

მოქადაგე მალინგას ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. ”მე გავიგე ხმამაღალი ყვირილი, ხმაური და გულის ამაჩუყებელი ყვირილი დაახლოებით საღამოს 7:30 საათზე ბუტებო-ალოდოტის მთავარ გზაზე, კაიეტის ჭაობის მიდამოში, ბუტებოს რაიონში, სოფელ აკიშიმთან,” - თქვა მოწმემ. „მე და ჩემი მეზობლები შემთხვევის ადგილზე მივედით და დაზარალებული სისხლის გუბეში ხელებშეკრული დაგვხვდა. უბედური კაცი უკვე მკვდარი იყო“.

მქადაგებელი მსახურობდა ბაპტისტურ ტაძარში პალისის რაიონში.

„17 ივნისის საღამოს მე მივიღე მოკლე შეტყობინება მალინგასგან, რომ მას უთვალთვალებდნენ და აედევნენ მუსლიმები,“ - ამბობს პასტორი, რომელიც ტავის ვინაობას არ ამხელს შურისძიების შიშით. „ამის შემდეგ რამდენიმე ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე და ვცადე დარეკვა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ”მე ვიცი, რომ ის დიდი ხანია იღებს მუსლიმ ექსტრემისტებისგან ბუდაკაში, კადამაში, ბუტებოსა და პალისაში მუქარის შეტყობინებებს და ზარებს.”

პოლიციამ მკვლელების ძებნა მეორე დღესვე დაიწყო.

ეს თავდასხმა იყო უგანდაში ქრისტიანების დევნის უახლესი ხაზის ქრონიკა, რომელსაც აქვეყნებს Morning Star News. უგანდას კონსტიტუცია და სხვა კანონები მოქალაქეებს რელიგიის სრულ თავისუფლებას უზრუნველყოფს, მათ შორის ქადაგების, პროზელიტიზაციისა და ერთი რელიგიიდან მეორეში გადასვლის უფლების ჩათვლით. მუსლიმები შეადგენენ უგანდას მოსახლეობის არაუმეტეს 12%-ს და ძირითადად კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში.

როგორც მჟკ წერდა, ირანში სასამართლომ ქრისტიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბიბლიის წაკითხვისთვის.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.