"მირიანე"-მ პოდოლიაკთან განიხილა უმე-ს მრევლის უფლებების დარღვევის ფაქტები
პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი. ფოტო: parlament.ua
საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-ს წარმომადგენლებმა განიხილეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევის პრობლემა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველთან, მიხაილ პოდოლიაკთან, განაცხადეს 2021 წლის 5 ივლისს ორგანიზაციის ტელეგრამ-არხზე.
"მირიანე"-მ გაიხსენა, რომ 2021 წლის 15 ივნისის ლოცვითი დგომის შემდეგ მათ მიხაილ პოდოლიაკს მისწერეს ღია წერილი, სადაც სთხოვეს შეხვედროდა და დაწვრილებით მიეტანა ხელისუფლებისათვის უმე-ს მრევლის პოზიცია, რამდენადაც, მოძრაობის მონაწილეების თვალსაზრისით, ვლადიმერ ზელენსკის მორწმუნეების უმაღლეს რადასთან და პრეზიდენტის ოფისთან ლოცვითი აქციის მიზნებზე არ მიუღია სარწმუნო ინფორმაცია.
"მიხაილ პოდოლიაკის პასუხი იყო სწრაფი და დადებითი. შეხვედრის დროს ჩვენ დაგვპირდნენ, რომ რელიგიათაშორისი საკთხების ნორმალიზება წარმოადგენს ფუნდამენტალურ და პრიორიტეტულ სამუშაოს პრეზიდენტის ოფისისათვის. ჩვენი შეხვდრის შედეგს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ დავამყარეთ პირდაპირი და ღია დიალოგი ხელისუფლებასთან, ასევე მოვილაპარაკეთ თანამშრომლობაზე მომავალში. მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს გულისხმიერებისათვის აქტუალურ საკითხებში , რომლებიც აღელვებს მილიონობით მორწმუნე უკრაინელს",- განაცხადეს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.
ეს შეხვედრა პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელთან და მისი შედეგი ადასტურებს, რომ უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომას ფუჭად არ ჩაუვლია, დარწმუნებულია "მირიანე".
"ჩვენ გვხედავენ და ჩვენი ესმით, და თუმცა ჩვენი ლოცვითი აქციის შედეგი ჯერჯერობით არის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ვერბალური განცხადებები, ეჭვგარეშეა, რომ თანმიმდევრული მუშაობის შემთხვევაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების კანონიერი მოთხოვნები შესრულებული იქნება", - აღნიშნეს ორგანიზაციაში და 15 ივნისის ლოცვითი დგომის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადეს .
ადრე მჟკ წერდა, რომ "მირიანე"-მ უკრაინის ხელისუფლებას კონსტიტუციის ზედმიწევითი შესრულებისკენ მოუწოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.