მეუ-ს აღიარებით ფანარიონმა დარტყმა მიაყენა მთელ მართლმადიდებლობას,- იერარქი

პატრიარქი ბართლომე და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: gov.ua

სქიზმატიკოსების აღიარებით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ დარტყმა მიაყენა მთელ ეკლესიას და დაარღვია მართლმადიდებლობის კანონიკური სისტემა. ამაზე ვასილკოვსკის არქიეპისკოპოსმა თქვა მრგვალ მაგიდაზე "უკრაინის ძირითადი კანონი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მისი გამოყენება  " .

იერარქმა გაიხსენა, რომ 2014 წლამდე პატრიარქი ბართლომე ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველაფერს თავის სახელს არქმევდა: არის კანონიკური ეკლესია, რომლის მეთაური მაშინ იყო კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირი, და ახლა- უნეტარესი ონუფრი, არიან სქიზმატიკოსები.

უკრაინელი სქიზმატიკოსების თავისი შემდგომი  აღიარებით ფანარიონის მეთაურმა დარტყმა მიაყენა მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას, ხაზი გაუსვა არქიეპისკოპოსმა.

"ის (პატრიარქი ბართლომე,-რედ.) სქიზმატიკოსებს ე.წ. "პატრიარქის" ფილარეტის მეთაურობით გმობდა და მხარს უჭერდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. მნიშვნელოვანი დარტყა მსოფლიოში ყველა ეკლესიაზე მიყენებული იქნა სწორედ პატრიარქ ბართლომესგან, როდესაც მან სქიზმატიკოსები აღიარა თითქოსდა კანონიკურებად. ამან უბრალოდ დაანგრია მართლმადიდებელი ეკლესიის სისტემა. ერთპიროვნული, და არა კრებითი გადაწყვეტილებით სქიზმატიკოსები აღიარებულ იქნენ კანონიკურად",- აღნიშნა  არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ და დაამატა, რომ თავის ქმედებებში ფანარონის მეთაური ხელმძღვანელობდა არა ეკლესიის კანონებით, არამედ პოლიტიკური  მიზანშეწონილობით.

როგორც მჟკ იუწყებოდა, არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ (პოჩტოვი) აღნიშნა, რომ პატრიარქმა ბართლომემ, რომელიც პოზიციონირებს როგორც უკრაინის "მამა", რეალურად თავისი ქმედებებით  უკრაინელების გაყოფა და მათ შორის მტრობა გამოიწვია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.