ანტიოქიის პატრიარქმა მოულოცა უმე-ს წინამძღვარს წმინდანის ხსენების დღე

ანტიოქიის პატრიარქი იოანე Х. ფოტო: vzcz.church.ua

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ მოულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის წმინდანის ხსენების დღე.

27 ივნისით დათარიღებული მისალოცი ბარათის ტექსტი გამოაქვეყნეს უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების (სსუგ) საიტზე.

"ღირსისა და ღმერთშემოსილი მამა ონუფრის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმებით თქვენს უნეტარესობას, რადგანაც თქვენ არამარტო ატარებთ  უდაბნოს ამ დიდი მანათობელის სახელს, არამედ მემკვიდრეობით  გადმოგეცათ მისი სიმდაბლე, განუწყვეტელი ლოცვა, მოთმინება და ყოველგვარი მიწიერის უარყოფა.ჩვენ ვევედრებით ღმერთს და უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს მოგმადლოთ თქვენს უნეტარესობას მრავალი წელი ატაროს თავისი სიტყვიერი სამწყსო უკრაინაში, რომელიც მინდობილია თქვენს ღირსეულ მფარველობას",- დაწერა პატრიარქმმა იოანემ თავის მისალოცში.

როგორც უმე-ს სსუგ-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა თავის ტელეგრამ-არხზე განმარტა, ანტიოქიის პატრიარქმა ვერ მოასწრო მილოცვის გამოგზავნა უნეტარესი ონუფრისათვის თვით დღესასწაულის დღეს, რადგანაც იმყოფებოდა მგზავრობაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 25 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ  თავისი წინამძღვრის წმინდანის ხსენების დღე და ბერობის 50-წლისთავი აღნიშნა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.