პოლონეთის ეკლესიის წინამძღვარმა უნეტარეს ონუფრის ანგელოზის დღე მოულოცა

პოლონეთის ეკლესიის წინამძღვარი უნეტარესი საბა. ფოტო: vzcz.church.ua

ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ მოულოცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის თავისი წმინდანის ხსენების დღე.

2021 წლის 25 ივნისის მოსალოცი ტექსტი, ღირსი ონუფრი დიდის ხსენების დღეს, გამოაქვეყნა უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების  განყოფილებამ(სსუგ).

"გულითადად მოგესალმებით თქვენი ზეციური მფარველის, ღირსი ონუფრი დიდის ხსენების  დღეს. ძმური სიყვარულის გრძნობით გისურვებთ, რომ უფალმა, მისი ლოცვებით მოგანიჭოთ თქვენ ჯანმრთელობა და თავისი მდიდარი მოწყალება, მფარველობა გაგიწიოთ  უკრაინის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის და მთელი მართლმადიდებლობის სადიდებელ თქვენს ყოველმხრივ შრომებში; მშვიდობა და ყოველი სიკეთე ყოველდღიური ცხოვრებაში",- დაწერა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა თავის მოსალოცში და უსურვა უნეტარეს ონუფრის მრავალი წელი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2021 წლის 25 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს თავისი წინამძღვრის წმინდანის ხსენების და მონაზვნობის 50- წლისთავს.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.