უმე-ს იერარქი ბერძენ დიპლომატს უკრაინაში ეკლესიის დევნის შესახებ უყვებოდა
საბერძნეთის გენერალური კონსული ოდესაში დიმიტრიოს ხ. დოხტსისი და მიტროპოლიტი აღათანგელოზი. ფოტო: страница Одесской епархии УПЦ в Facebook.
2021 წლის 24 ივნისს ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტმა აღათანგელოზმა (სავინი) მიიღო ოდესაში საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული დიმიტრიოს ხ. დოხტსისი თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, მიძინების მამათა მონასტერში მიიღო. დიპლომატთან შეხვედრის დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი ყვებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკური ქმედებების შესახებ, რომლებმაც გამოიწვიეს ეკლესიის დევნა, იუწყება თავის Facebook-გვერდზე ოდესის ეპარქია.
მეუფე აღათანგელოზმა ბერძენი დიპლომატის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ განხეთქილების ჯგუფები, რომლებიც სარგებლობენ უკრაინის ხელისუფლების მფარველობითა და აშკარა მხარდაჭერით, აგრეთვე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკური ქმედებებით, დარტყმა მიაყენეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელთა ერთობას. „წინასწარი კრებითი განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად, პაპიზმის მსგავსად, მართლმადიდებლური ერთობის სულისა და არსის დარღვევით, განხეთქილების ფსევდო-მართლმადიდებლური, პოლიტიკური და ნაციონალისტური ჯგუფებისგან ხელოვნურად შეიქმნა ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში. ამან განხეთქილება შეიტანა ძმური მართლმადიდებელი ეკლესიების ცხოვრებაში. ეგრეთ წოდებული ტომოსი განხეთქილების ბელადებს, რომლებიც არ ინანიებენ თავიანთი ქმედებებს, გადასცა პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ხელისუფლებისა და განსაკუთრებით ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხარდაჭერით, და პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც არ წარმოადგენს მართლმადიდებელ უკრაინელებს“, - გამოაქვეყნა ეპარქიამ მიტროპოლიტ აღათანგელოზის სიტყვები.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ოდესაში საბერძნეთის გენერალური კონსულის ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ტომოსის მინიჭების შემდეგ, უკრაინაში გამძაფრდა თავდასხმები კანონიკურ ეკლესიაზე რადიკალებისა და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც შორს არიან ეკლესიისგან. უკრაინაში საეკლესიო მოვლენების კომენტირებისას, დიმიტრიოს ხ. დოხტსისმა ხაზი გაუსვა, რომ ის ოდესაში საბერძნეთის რესპუბლიკას წარმოადგენს, ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პრობლემები უნდა გადაწყდეს საეკლესიო კანონების საფუძველზე.
მეუფე აღათანგელოზმა თხოვნით მიმართა დიპლომატს, რომ მან საბერძნეთის ხელისუფლებას გადასცეს უკრაინის მართლმადიდებელთა უმრავლესობის მოწოდება, რომ დაეხმარონ განხეთქილების დაძლევაში, რომელიც მართლმადიდებლურ ერთობას არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში ანგრევს.
იერაქმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ოდესის ეპარქია მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს საბერძნეთის ეკლესიის გენერალურ საკონსულოს ოდესაში და ანვითარებს მასთან მეგობრულ კავშირებს. ბევრი ბერძენი დიპლომატი, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, ძალას არ იშურებდა სახელმწიფოთა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობების განემტკიცებისთვის. პირველ რიგში ეს ეხება უკრაინელ და ბერძენ ხალხებს შორის ყოველმხრივი ძმური კავშირების გაღრმავებას.
დასასრულს მეუფე აღათანგელოზმა აკურთხა ბერძენი დიპლომატი, რომ იღვაწოს საბერძნეთისა და უკრაინის ხალხთა კეთილდღეობისთვის, წმინდა მართლმადიდებლობის განმტკიცებისთვის, მოციქულის მოწოდების თანახმად: „გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ“(რომ. 16, 17).
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაგმონ ნეჟინში მორწმუნეთა ცემის ფაქტი.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.