უმე-ში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, დაგმონ მორწმუნეთა ცემა ნეჟინში

რადიკალების მცდელობა უმე-ს მსვლელობისთვის ხელი შეეშალათ. ფოტო: orthodox.cn.ua

ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაგმოს  ძალადობის მორიგი აქტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ, ხოლო უკრაინის ხელისუფლებას - სათანადო რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევაზე. ამის შესახებ იერარქმა დაწერა თავის тг-არხზე ჩერნიგოვოს ოლქის ნეჟინსკის ეპარქიის ქ. ნეჟინში მორწმუნეთა ჯვრით მსვლელობაზე რადიკალთა თავდასხმის ინციდენტის შემდეგ.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ პატრიოტული ლოზუნგები, რომლებითაც თავიდან ინიღბებოდნენ ნეჟინის ყოჩები, ძალიან სწრაფად შეიცვალა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით, მათი მცდელობა კი ხელი შეუშალონ ჯვრით მსვლელობას - ფიზიკური ძალადობით. საბოლოოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მორწმუნე სასტიკად იყო ნაცემი, დაზარალდნენ მღვდლებიც.

თავდასხმაში  დამნაშავეები გადაცემულები უნდა იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხაზი გაუსვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.

მან დაამატა, რომ ჯვრით მსვლელობის თავდასხმის მონაწილეებს ჰქონდათ სულიერი ავადმყოფობის აშკარა ნიშნები - ერთი ღორის ჩლიქით იყო, მეორე საკუთარი სიბინძურეებით ცდილობდა წმინდა ხატების შებილწვას - „ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკლესიის ყველაზე დიდი მტერი ეშმაკია, რომელიც ცალკეულ ადამიანებს თავისი მიზნებისთვის იყენებს“. აგრეთვე ნათელია, როგორც ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღნიშნა, რომ თანამედროვე უკრაინელი „პატრიოტები“ თავიანთ ბრძოლაში ეკლესიის წინააღმდეგ ფაქტიურად ბოლშევიკებისა და კომკავშირლების კოპირებას აკეთებენ, ე.ი. მათ შეიძლება საბჭოთა უღმერთოების მიმდევრები ვუწოდოთ.

„კვლავ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ უკრაინის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევაზე, კონსტიტუცია არის მათი რელიგიური შეხედულებების აღმსარებლობის გარანტი. თუ ხელისუფლება არ მოახდენს რეაგირებას აგრესიის გამოვლინებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან, შედეგები სავალალო იქნება. უკვე შეიძლება ლაპარაკი  ზიზღისა და აგრესიის გამძაფრებაზე ჩვენი ეკლესიის მიმართ. ეს  გამძაფრება გამოწვეულია დაუსჯელობის განცდით მათი მხრიდან, ვინც თავს „პატრიოტს“ უწოდებს და ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებს ყურადღება მიაქციონ სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული აბსოლუტურად დაუშვებელი ქმედებების განხორციელებას უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის მიმართ. ნებისმიერი ძალადობა უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის მიმართ მკაცრად უნდა იყოს დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ“, - ხაზი გაუსვა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა.

ეპისკოპოსმა ვიქტორმა დაამატა, რომ ნეჟინში მომხდარი სიტუაციის მსგავსი სიტუაციები ცუდად მოქმედებენ  უკრაინის იმიჯზე საერთაშორისო არენაზე, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო გადაიქცა ტერიტორიად, სადაც გამეფებულია უკანონობა და ძალადობა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 23 ივნისს უკრაინელი „პატრიოტებმა“ აშშ-ს დროშებით იერიში მიიტანეს უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის ჯვრით მსვლელობის მიმართ ნეჟინში. ნეჟინის ეპარქიაში იუწყებოდნენ, რომ მორწმუნეთა ცემის მონაწილეებს გადასცემენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.