ჩვენ მოვედით, რათა ზელენსკიმ არ გაიმეოროს პოროშენკოს შეცდომები,-"მირიანე"
საზოგადოებრივი ორგანიზაცია «Миряне»-ს მეთაური ვასილი მაკაროვსკი «Первый Казацкий»-ს ეთერში. ფოტო: скриншот видео Youtube-канала «Первый Казацкий».
უმე-ს მორწმუნეების ლოცვითი დგომა 15 ივნისს უკრაინის უმაღლეს რადასთან და შემდგომი მსვლელობა ჯვრით პრეზიდენტის ოფისთან საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "მირიანე" -მ მოაწყო არა იმ მიზნით, რომ ხელისუფლება წარმოედგინა ნეგატიურად, არამედ მოწოდებით არ დაუშვას წინამორბედების შეცდომები, -თქვა საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-ს ხელმძღვანელმა ვასილი მაკაროვსკიმ ვალერია ვედენევას გადაცემაში "რაზვედკა" "პერში კოზაცკი"-ს იუთუბი-არხზე.
ის თვლის, რომ თუ ანტისაეკლესიო პოზიციამ მისცა პოროშენკოს რაიმე დივიდენტები, ეს ზელენკის არ გამოუვა. "ჩვენ აქცენტებს არ ვაკეთებდით იმაზე, რომ ხელისუფლება ცუდია და ჩვენზე არ დარდობს. ჩვენ მოვედით ვთქვათ ის, რომ ისინი არ წავიდნენ იმ გზით, რომლითაც მიდიოდა წინა ხელისუფლება. რათა ზელენსკიმ არ გაიმეოროს პოროშენკოს შეცდომები",-თქვა მაკაროვსკიმ.
მან აღნიშნა, რომ "მირიანე"-მ შესთავაზა მოქმედ ხელისუფლებას კანონპროექტები, რომლებიც გააუქმებენ ანტიკონსტიტუციურ კანონებს, რომლებიც დააკანონეს მათმა წინამორბედებმა. მაკაროვსკიმ გამოთქვა იმედი, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, როდესაც უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომას უწოდა "ყვითელ კეპებში ბებიები და ბავშვები", და რომ მომავალში პირადად დააკვირდება ქყვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. "ყვითელი კეპები, ჩვენ ვიმედოვნებთ, ეს არ არის პრეზიდენტის პირადი ხედვა, არამედ მას ასეთი სახით აწვდიან ინფორმაციას. ანდა მას ინფორმაციას არასანდოდ აწვდიან, ან მან წარმოიდგინა ან მოეჩვენა. იმედი გვაქვს პრეზიდენტის ადექვატურობის, რომ ის პირადად დააკვირდება და თვალყურს ადევნებს მოვლენებს, რომლებიც მნიშვნელოვანია",-დაასრულა "მირიანე"- ს ხელმძღვანელმა.
როგორც მჟკ იტყობინებოდა, "მირიანე"-მ მიმართა ღია წერილით პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.