ხვალ დნეპრში გაიმართება მიტროპოლიტ არსენის საქმის პირველი მოსმენა
მიტროპოლიტი არსენი სასამართლო სხდომაზე. ფოტო: Святогорская лавра
2024 წლის 19 ივნისს დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონულ საქალაქო სასამართლოში გაიმართება მოსამზადებელი სასამართლო სხდომა სვიატოუსპენსკის სვიატიგორსკის ლავრის ნაცვალის, სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის მიმართ საბრალდებო აქტის განხილვა. როგორც სავანის პრეს-სამსახურიდან იუწყებიან, ეს არის პირველი სხდომა, რომელზეც საქმეს სასამართლო არსებითად განიხილავს.
სხდომის დაწყება 11:40
ასევე გადაწყდება მეუფის მიმართ შემდგომი აღმკვეთი ღონისძიების საკითხი, რამდენადაც 22 ივნისს წინასწარი დაკავების იზოლატორში მეუფის 60 დღე-ღამის პატიმრობას ვადა იწურება, რომელიც მიუსაჯა ქ. დნეპრის რაიონულმა სასამართლომ 25 აპრილს.
„ძვირფასო ძმებო და დებო, გთხოვთ მოიხსენიოთ თქვენს ლოცვებში!'' - ნათქვამია განცხადებაში.
საძმო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლოს კოლეგიის დასკვნის თანახმად, სლავიანსკის საქალაქო სასამართლო საქმეებს ძირითადად განიხილავენ დისტანციურ რეჟიმში. ამიტომ მეუფის მხარდამჭერებს, სამწუხაროდ არ შეეძლებათ ამ სხდომაზე მონაწილეობის მიღება.
როგორც მჟკ წერდა, მასალები სვიატოგირსკის მიტროპოლიტ არსენის საქმეზე გადაეცა სასამართლოს.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.