ამსტერდამი: შვეიცარიის სამიტის შემდეგ ხელისუფლება გააძლიერებს რეპრესიებს უმე-ის წინააღმდეგ

რობერტ ამსტერდამი. ფოტო: FoxNews

საერთაშორისო უფლებადამცველი კომპანიის Amsterdam & Partners LLP ხელმძღვანელმა რობერტ ამსტერდამმა განაცხადა, რომ „მშვიდობის სამიტის“ შემდეგ, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში მიმდინარეობს, ხელისუფლება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას რეპრესიების ახალი ტალღით დაესხმება. ამის შესახებ მან თავის X-ში დაწერა.

„რამდენიმე წყარომ მაცნობა, რომ უკრაინის მთავრობა გეგმავს რეპრესიების აგრესიულ ტალღას უმე-ის წევრების წინააღმდეგ შვეიცარიაში სამშვიდობო კონფერენციის შემდეგ. კერძოდ, ძალიან მაწუხებს კოლეგა-იურისტი ნიკიტა ჩეკმანის ბედი, რომელიც პოტენციური სამიზნეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დაცვას. მაგრამ ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ზელენსკის ადმინისტრაციამ დაუსჯელად დაარღვიოს კანონი და ადამიანის უფლებები“, - წერს  უმე-ის დამცველი ამსტერდამი.

როგორც მჟკ იტყობინება, ამსტერდამმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას "შეუზღუდავი" ომი გამოუცხადეს.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.