ჩერკასის ეპარქიაში სასამართლო დარბაზთან იმიტირებულ „უბედურ შემთხვევაზე“ საუბრობენ
პროვოკაციები ჩერკასის სოსნოვსკის რაიონულ სასამართლოსთან ეპისკოპოსისა და უმე-ის მორწმუნეების მიმართ. ფოტო: Черкасской епархии
ჩერკასიის ეპარქია იტყობინება, რომ 11 ივნისს, ერთ-ერთმა პროვოკატორმა სოსნოვსკის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსის დაქოქილ მანქანას შუვარდა, რათა მოეხდინა „მანქანით გადავლის“ სიმულაცია.” როგორც ეპარქიის პრესსამსახური წერს, ეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.
„სასამართლო სხდომის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ, პროვიკატორებმა არ მისცეს შესაძლებლობა მიტროპოლიტ თეოდოსს და მის გარშემო მყოფ ჩერკასელ მორწმუნეებს მშვიდად შესულიყვნენ და გამოსულიყვნენ სასამართლოს შენობაში. ეს ყველაფერი მოხდა პოლიციისა და უუს-ს თანამშრომლების უმოქმედობით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ. მორწმუნეებისთვის მთავარი დარტყმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი“, - აღნიშნეს ეპარქიაში.
როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა თეოდოსიმ შეძლო ხალხის მასის გარღვევა და მანქანაში ჩაჯდომა, ერთ-ერთმა „აქტივისტმა“ დაქოქილი მანქანის ბორბლის ქვეშ შეაცურა ფეხი, რათა ,,მანქანის გადავლის’’ სილმულაცია მოეხდინა.
„როგორც ჩანს, ეს სცენარი წინასწარ იყო ორგანიზებული აქციის ლიდერების მიერ, ვინაიდან ამის შემდეგ პოლიციამ, რომელიც მანამდე უმოქმედო იყო, რამდენიმე საათით დააყოვნა მეტროპოლიტენის მანქანა „ავარიის დასარეგისტრირებლად“. ამ პერიოდის განმავლობაში ჩერკასის მორწმუნეებს მუდმივად დასცინოდნენ და შეურაცჰყოფდნენ“, - აცხადებენ ეპარქიის პრესსამსახურში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი გამოცემის „18000“-ის „ჟურნალისტმა“ საქარე მინა ჩაამტვრია და ეპარქიის მანქანის კაპოტი მოიხარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მორწმუნეებს შეურაცხყოფდნენ, დასცინოდნენ, აშინებდნენ, უბიძგებდნენ, ქალაქიდან და ქვეყნიდან გაძევებას ჰპირდებოდნენ. ამ დროს მორწმუნეები ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებას, ლოცულობდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და აღდგომის საგალობელს გალობდნენ.
,,ეს ყველაფერი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა „მართმსაჯულების სახლის“ შენობის წინ ათეულობით სამართალდამცველის, პროკურორისა და მოსამართლის თვალწინ და ადგილობრივი მედიის ვიდეოკამერებით აისახა“, - დასძინა ჩერკასის ეპარქიამ და გამოთქვა ეჭვი, რომ თუნდაც ერთ-ერთი პროვოკატორი პასუხს აგებს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, (რელიგიათშორისი სიძულვილის გაღვივება), რომლითაც მიტროპოლიტი თეოდოსს ასამართლებს.
როგორც მჟკ წერს, გამუდმებული პროვოკაციების გამო, მიტროპოლიტი თეოდოსი სასამართლოს მოსმენების ონლაინ გადატანას ითხოვს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.