ჟურნალისტი: რატომ გვადანაშაულებენ სამშობლოს ღალატში ჩვენ და არა მათ, ვინც უმე-ს მრევლს სცემს?
ანდრეი ოვჩარენკო სასამართლოში. ფოტო: СПЖ
მჟკ-ს ჟურნალისტმა ანდრეი ოვჩარენკომ 10 ივნისის სასამართლოს სხდომის დროს განაცხადა, რომ ის კატეგორიულად არ ეთანხმება წაყენებულ ბრალდებებს, კერძოდ, მათი აბსურდულობის გამო.
ოვჩარენკომ სასამართლოს აუხსნა, რომ ბრალდების მხარე თავის „ეჭვებში“ იყენებს ახალ ამბებს. თუმცა, ჟურნალისტური სტანდარტების თანახმად, ახალი ამბები - ეს ყოველთვის ფაქტების ჩამოთვლა და მოვლენების მონაწილეთა ან ექსპერტთა ციტირებაა.
მისი სიტყვებით, ჟურნალისტებს ბრალდებად უყენებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცებების, მეუ-ს წარმომადგენელთა მიერ მორწმუნეთა ცემის სიტუაციების გაშუქებას.
„გამოდის, რომ ის ხალხი, ვინც იტაცებდა ტაძრებს და ცემდა მორმუნეებს, არანაირ დანაშაულს არ სჩადის, ხოლო ჟურნალისტები, რომლებმაც ამის შესახებ დაწერეს შეფასებების, რემარკების გარეშე, რატომღაც სახელმწიფო ღალატში არიან დამნაშავეები“, - თქვა მან.
ანდრეიმ დაამატა, რომ ეს პუბლიკაციები, გამოძიების აზრით, არა მარტო უკრაინის სახელმწიფო უშიშროებას ემუქრებოდნენ, არამედ ისინი აგრეთვე შეურაცხყოფდნენ, აკნინებდნენ მეუ-ს მორწმუნეთა ღირსებას და პატივს.
„მე, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების ჟურნალისტმა, ვიცი, რომ თუ რამე, ხაზს ვუსვამ, არასახელმწიფო დენომინაცია თვლის, რომ ის მასმედიის მიერ არის შეურაცხყოფილი, მიმართავს სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით. ჩვენთან კი რატომღაც უუს-მ მოირგო ერთ-ერთი არასახელმწიფო დენომინაციის დამცველის როლი“, - დაასრულა ოვჩარენკომ.
როგორც მჟკ წერდა, მანამდე ანდრეი ოვჩარენკომ სასამართლოში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მოსამართლის აცილებას, რადგან ბრალდების მხარე არკომპეტენტურობისა და არაობიექტურობის დემონსტრირებას ახდენს.
⚠️მართლმადიდებელ ჟურნალისტთა დახმარება შესაძლებელია რეკვიზიტებით:
ბარათი: 5375 4112 1710 9227
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.