გნეზდიჩნოეში აკურთხეს უმე-ს ტაძარი,მეუ-ს მიერ მიტაცებულის ნაცვლად აშენებული
ტერნოპოლის და კრემენეცის მიტროპოლიტი სერგი (გენსიცკი) უმე-ს სასულიერო პირებთან და მორწმუნეებთან ერთად ახალ ტაძარში გნეზდიჩნოეში. ფოტო: ternopil.church.ua
2021 წლის 10 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლის ეპარქიაში აკურთხეს ახალი ტაძარი ზბარაჟის რაიონის სოფელ გნეზდიჩნოეში, სადაც 2019 წელს მეუ-ს აქტივისტებმა "მარჯვენა სექტორის" ბოევიკების მხარდაჭერით მიიტაცეს უმე-ს ფერიცვალების სახელობის ტაძარი, იუწყება ეპარქია თავის ოფიციალურ საიტზე .
ტაძარს უფლის ამაღლების სახელი ეწოდა, რომელიც აღინიშნება ამ წელს ზუსტად 10 ივნისს. ტაძრის კურთხევა ჩაატარა ტერნოპოლის და კრემენეცის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ეპისკოპოსმა სერგიმ (გენსიცკი) ეპარქიის დეკანოზ სტეპან ბალანთან ერთად, რომელიც არის ამაღლების ახალი ტაძრის წინამძღვარი, და ტერნოპოლისა და მეზობელი ეპარქიების სამღვდელოებასთან ერთად, რომლებიც ჩამოვიდნენ დღესასწაულზე დასასწრებლად.
ღვთისმსახურების მსვლელობისას მეუფე სერგიმ აღავლინა ლოცვა მშვიდობისა და ეპიდემიის შეწყვეტისათვის, ხოლო წინამძღვარმა სამრევლოსთან ერთად გამოხატა განსაკუთრებული მადლიერება ანდრეი ბიბეს და მთელი მისი გუნდის მიმართ ტაძრის აშენებაში დახმარებისათვის. "სოფელ გნეზდიჩნოეს მართლმადიდებელი თემის მორწმუნეები ოცნებობდნენ ახალ ტაძარზე, და მხოლოდ ქველმოქმედ ანდრეი ვასილის ძე ბიბის ფინანსური დახმარების წყალობით ოცნება მოკლე ვადაში რეალობა გახდა. საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად იქნა აღმართული დიდებული ტაძარი, კანკელი, გათბობა, საეკლესიო ღვთის კანონის სახლი-სკოლა ბავშვებისათვის",-იუწყება ეპარქია.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გნეზდიჩნოეში ფერისცვალების სახელობის ტაძარი მიიტაცეს 2019 წლის 3 მარტს, "მარჯვენა სექტორის " მებრძოლების აქტიური მონაწილეობით. კანონიკური ეკლესიის მორწმუნეები, რომლებიც შევიდნენ ტაძარში მოსალაპარაკებლად, სცემეს და გააგდეს ქუჩაში. მიტაცების პროცესს ხელმძღვანელობდა უმე(კ)კს-ს სკანდალური მღვდელი ივან ლესიკი.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ტერნოპოლის დეპუტატმა უმე-ს მიერ მიტაცებული ტაძრის სიახლოვეს მოუწოდა ებრაელების ჩამოკიდება.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.